როგორი იქნება შავი კურდღლის წელი სხვადასხვა ნიშნისთვის და რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

2023 წელს შავი კურდღლის წელია და მთავარი სიმბოლო სიმშვიდეს და სტაბილურობას გვპირდება. ასტროლოგების თქმით, შავი კურდღლის წელი თითოეულ ადამიანს გამბედაობასა და სიმამაცეს მიანიჭებს. ამიტომაც, ნიშანი მშიშრად სრულიად უსამართლოდ ითვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კურდღელი შესანიშნავი მეოჯახეა. ამიტომაც, 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმოთ, დაგეგმოთ მათთან ერთად მოგზაურობა და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუ გსურთ, წლის მთავარი სიმბოლო გაახაროთ და მისგან კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, პოზიტიურ განწყობას, თბილ ურთიერთობებს, სხვების მხარდაჭერასა და გამხნევებას დრო დაუთმეთ.
ჩინურ ჰოროსკოპში კურდღელი მეოთხე, იღბლიან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ჩინური კალენდარი განსხვავებულია და ახალი წელი ამ კალენდრის მიხედვით პირველ იანვარს კი არა, 21 იანვრიდან 21 თებერვლის მონაკვეთში აღინიშნება. 2023 წელი კი 22 იანვარს დადგება და 2024 წლის 9 თებერვალს დასრულდება.
გასათვალისწინებელია, რომ კურდღელს საკუთარი ბუდე, სიმშვიდე უყვარს. ამიტომაც, ჯობს 2022 წლის დასრულებამდე სახლის საქმეები მოაგვაროთ და ისე შეხვდეთ ახალ წელს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ კურდღლის წლისთვის წინასწარ მოვემზადოთ, ვალები დავფაროთ, სხვადასხვა ვალდებულება შევასრულოთ, გადავიხადოთ გადასახადები, მოვაწესრიგოთ დოკუმენტები და ძველი კონფლიქტები მოვაგვაროთ.
კურდღელი ასტროლოგიაში შესანიშნავ დიპლომატად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ დრო ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას დაუთმოთ. წლის განმავლობაში კურდღლის დიპლომატიური მიდგომისა და სიმშვიდის გამო ბევრი კონფლიქტის თავიდან არიდება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ნეგატიურ განწყობებს არ დაემორჩილოთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეთ. ასტროლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი საკმაოდ შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება, ამ წელს განსაკუთრებულ კარიერულ წინსვლას არ უნდა ველოდოთ. ეს ცხოველი ძალიან კარგად აკეთებს უკვე არსებულ და ნაცნობ საქმეებს, მაგრამ ნოვატორობით არ გამოირჩევა.
კურდღელს არ უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. საკმაოდ გონიერი და მოწესრიგებული ცხოველია, ამიტომაც ამ წელს შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ ახალი ცოდნა მიიღოთ, პროფესიულად განვითარდეთ. ასტროლოგების თქმით, კურდღლის წელი განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებული იქნება იმ ხალხისთვის, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ და უფრო ხშირი კომუნიკაცია აქვთ მათთან. ასეთები არიან მაგალითად მასწავლებლები, იურისტები, ექიმები და ფსიქოლოგები.
ასევე, შავი კურდღელი ახალი ნაცნობებისა და მეგობრების აღმოჩენის თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერ წელს გვპირდება, რომელიც მომავალში უფრო სერიოზულ კავშირად გადაიქცევა. შესაძლოა, ამ წელს მოულოდნელად ძველი მეგობრებიც გამოჩნდნენ, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლო წლებში არც ისე კარგი დამოკიდებულება გქონდათ. ახლა თბილი ურთიერთობების აღდგენას მოახერხებთ. ასტროლოგები მოზარდების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგანაც არსებობს რისკები, რომ ისინი ცუდ წრეში მოხვდნენ, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცნენ.

როგორ მოვიგოთ შავი კურდღლის გული, რომ წარმატებული წელი გვქონდეს?
ასტროლოგები სპეციალურ რჩევებს აქვეყნებენ, რომლებიც დაგეხმარებათ, 2023 წლის განმავლობაში წარმატება და იღბალი თქვენკენ მოიზიდოთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა დაიმსახუროთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კურდღელი საკმაოდ მეოჯახე ნიშანია, ამიტომაც ჯობს, ახალ წელს ოჯახის წევრებთან, თბილ და მშობლიურ გარემოში შეხვდეთ და უარი თქვათ რესტორანსა და უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაზე. თუ გინდათ, რომ წყლის შავი კურდღელი არ გაგინაწყენდეთ, საახალწლო სუფრაზე კურდღლის ხორცი არ დადოთ. შეგიძლიათ, ჩაიცვათ შავი სამოსი და ბრჭყვიალა აქსესუარები მოირგოთ. გახსოვდეთ, კურდღელი წყლის ნიშანია და ეს ძალიან მოეწონება. ნაცრისფერსა და თეთრსაც დიდ პატივს სცემენ. რთული ვარცხნილობები და პომპეზური სამოსი შემდეგი წლებისთვის აირჩიეთ, წყლის შავი კურდღელი სიმარტივესა და პრაქტიკულობას ირჩევს. იგივე მიდგომა გამოიყენეთ ინტერიერის დიზაინისთვის. უპირატესობა ღია ფერებს მიანიჭეთ, აირჩიეთ ქოთნის ყვავილები და სახლში მოათავსეთ ყველაფერი, რაც კომფორტულობისა და სიმყუდროვის განცდას შეგიქმნით. გამოიყენეთ რბილი, ფუმფულა ბალიშები, თბილი საბნები.
სუფრისთვის, ასტროლოგების რჩევით, ჯობს თევზს მიანიჭოთ უპირატესობა. სხვადასხვა სახეობის თევზი შეგიძლიათ სალათებშიც დაამატოთ. ასევე, სუფრაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამომცხვარი ქათამი და ღორის ხორცი, რომელსაც ბოსტნეულთან ერთად მოამზადებთ. სუფრის ცენტრში აუცილებლად მოათავსეთ 2023 წლის მთავარი სიმბოლო. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ფიგურას ქვემოდან მონეტებს დაუწყობთ. ეს კეთილდღეობისა და სიმშვიდის მოზიდვის შანსებს გაზრდის.
ასტროლოგების თქმით, მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ ფიგურას შეიძენთ. თუ კურდღელი უკანა ფეხებზე დგას და ზევით იყურება, ასეთი ნიშანი სიკეთესა და მოთმინებას გვპირდება. ხოლო თუ თათებში სტაფილო ექნება ჩაჭერილი, ასეთი ფიგურა კარგია ბიზნესისა და წარმატების მოსაზიდად. ხოლო, მათ, ვინც გადაწყვეტს, სახლში ცოცხალი კურდღელი შეიფაროს და მასზე იზრუნოს, 2023 წელი განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდება.
როგორი იქნება 2023 წელი ჩინური კალენდრის თითოეული წარმომადგენლისთვის?
2023 წელი ზოგიერთი ადამიანისათვის განსაკუთრებით წარმატებული და დასამახსოვრებელი იქნება, ზოგს კი უფრო მეტი შრომა და თავდადება მოუწევს. ცნობილია, რომ კურდღელი შესანიშნავად მეგობრობს ვირთხებთან, მაიმუნებთან, ძაღლთან და თხასთან. თუმცა, გველთან და მამალთან დაპირისპირება აქვთ. უფრო კონკრეტულად, ასტროლოგები ასახელებენ, როგორი წელი ექნება თითოეულ ნიშანს;
კურდღელი
დაბადების წელი: 1963, 1975, 1987, 1999, 2011
2023 წლის მთავარმა სიმბოლომ თქვენთვის მნიშვნელოვანი სიურპრიზები მოამზადა – წელი კარიერული და პირადი ცხოვრების კუთხით წარმატებული იქნება. მითითებულ წლებში დაბადებულებს რომანტიკულ თავგადასავლები და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გაზრდილი ყურადღება ელოდებათ. ოჯახში კი დიდ სიხარულსა და ბედნიერებას იგრძნობთ. სამსახურში თუ კოლეგებს უფრო ხშირად ენდობით, გამოწვევებთან გამკლავება ბევრად გაგიმარტივდებათ.
ღორი
დაბადების წელი: 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019
თუ ღორისთვის ვეფხვთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, ამ წელს აუცილებლად დაისვენებთ და სიმსუბუქეს იგრძნობთ. მრავალთვიანი დატვირთული გრაფიკისა და შრომისმოყვარეობის შემდეგ, დამსახურებული დასვენება გეკუთვნით! შავი კურდღლის წელში თქვენი ნანატრი ოცნებები და სურვილები ახდება, სამყარო აუცილებლად დაგიბრუნებთ შრომის შედეგს, იგრძნობთ როგორც კარიერულ, ასევე პიროვნულ ზრდას.
ვეფხვი
დაბადების წელი: 1962, 1974, 1986, 1998, 2010
კურდღელი თავის წინამორბედს ახალი შესაძლებლობებითა და აღმოჩენებით გაახარებს. დაწყებული საქმეების შედეგი კი თქვენს ცხოვრებაზე მომდევნო სამ წელიწადში აისახება. მთავარია იღბალი არ დაკარგოთ და არ გაჩერდეთ. ვეფხვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან უბრალო ჰობიც კი შეიძლება ცხოვრების მთავარ საქმედ გადაიქცეს და კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.
გველი
დაბადების წელი: 1965, 1977, 1989, 2001, 2013
2023 წელს უფრო მეტი შრომა მოგიწევთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. თუმცა, ისწავლით ოჯახის წევრებთან და სხვა ადამიანებთან ჰარმონიულ ცხოვრებას, პრიორიტეტების განსაზღვრას და სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას. შესაძლოა, ამ წელს ყურადღების ცენტრშიც მოექცეთ, თუმცა ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. შავი კურდღლის წელში მოგიწევთ, უფრო კარგად დაფიქრდეთ შედეგებზე და ისე იმოქმედოთ.
მამალი
დაბადების წელი: 1969, 1981, 1993, 2005, 2017
მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტებისა და კამათის მონაწილეები არ გახდეთ. წყლის შავი კურდღლის წელში შარშანდელი პრობლემები და ამოცანები წარმატებით მოგვარდება, თუმცა, წინასწარ მოემზადეთ, რომ ეს არც ისე მარტივი იქნება. მაგრამ, 2023 წლის ბოლოსკენ თქვენი ყველა ძალისხმევა, მონდომება და შრომა აუცილებლად დაფასდება და ღირსეულ დასვენებასაც მიიღებთ.
დრაკონი
დაბადების წელი: 1964, 1976, 1988, 2000, 2012
ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ 2023 წელი მარტივი არ იქნება. კურდღელმა ბევრი გამოცდა მოგიმზადათ, თუმცა არსებულ სირთულეებს ნელ-ნელა აუცილებლად დაძლევთ და კარგ გამოცდილებასაც მიიღებთ, ფინიშისკენ კი გამარჯვებული წახვალთ.
ვირთხა
დაბადების წელი: 1960, 1972, 1984, 1996, 2008
საკუთარი მიზნების მისაღწევად, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი შრომა მოუწევთ. შავი კურდღლის წელი თქვენთვის ბევრი სიახლითა და გამოწვევით იქნება დატვირთული, თუმცა, ასტროლოგების თქმით, ვირთხები ყველა რთული სიტუაციიდან ღირსეულად გამოვლენ და პიროვნულ და პროფესიულ ზრდას მიაღწევენ. სპეციალისტების მთავარი რჩევა კი იქნება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ და სამომავლო გეგმებზე არავის ესაუბროთ.
მაიმუნი
დაბადების წელი: 1968, 1980, 1992, 2004, 2016
მაიმუნებს ჰოროსკოპი კარგ პერიოდს ჰპირდება, რაც ფინანსურ სტაბილურობასა და კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს. ცხოვრების ყველა სფერო აღმართზე ავა, ნიშნის წარმომადგენლები კი თავდაჯერებულობასა და ენერგიას იგრძნობენ. ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება, თუ გონებამახვილობას გამოიჩენთ და რისკებს კარგად შეაფასებთ.
ცხენი
დაბადების წელი: 1966, 1978, 1990, 2002, 2014
2023 წელი ცხენებისთვის წარმატებული იქნება და ემოციურად ზედმეტი გადაღლა არ გელით, თუმცა არ უნდა აჩქარდეთ. ჯობს, მშვიდი ტაქტიკა გამოიყენოთ, მიჰყვეთ დინებას და აკეთოთ თქვენი საქმე. შავი კურდღელი იზრუნებს, რომ წელი წარმატებულად დასრულდეს და სარგებელი ნახოთ.
თხა
დაბადების წელი: 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015
ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. თქვენს ცხოვრებაში მშვიდი და ხელსაყრელი დრო დგება. ცხოვრების ყველა სფერო აღზევდება, განსაკუთრებით კი კარიერა. ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ახლა სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწიონ და საკუთარი სტატუსი განიმტკიცონ.
ხარი
დაბადების წელი: 1961, 1973, 1985, 1997, 2009
კარგი დროა საკუთარი ბიზნესის, ასევე, ახალი, საინტერესო პროექტის დასაწყებად. მოიშორეთ შიშები და ეჭვები! ვეფხვის წელში განცდილი უსიამოვნებები უკან რჩება. შავი კურდღლის წელს თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ ერთ რამეზე კონცენტრირდებით და მონდომებას გამოიჩენთ. თუ საკუთარ ძალებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტავთ და ფოკუსი აგერევათ, პრიორიტეტებს ვერ განსაზღვრავთ, მაშინ წარუმატებლობა გეწვევათ.
ძაღლი
დაბადების წელი: 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018
ეს შინაური ცხოველი კურდღელთან მეგობრობს. ეცადეთ, ოჯახში კომფორტული გარემო შექმნათ. შესაძლოა, ამ წელს დაქორწინების გადაწყვეტილებაც მიიღოთ ან კიდევ შვილი გააჩინოთ. შავი კურდღლის წელი მშვიდი და მოზომილი იქნება. ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმეთ და შრომის შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები