12 წლის მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

12 წლის მოზარდს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. არასრულწლოვანმა დედამ გოგონა გააჩინა.
მშობიარე მოზარდი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ დღეს გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.
არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ ბავშვი მისივე მეგობრისგან, 16 წლის ბიჭისგან გააჩინა. ორივე მათგანი პოლიციამ უკვე გამოჰკითხა.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები