ქართული ინტერნეტ-სექსშოპი მომსახურებას აფართოვებს

ინტერნეტის სექსშოპი sexmarket.ge სერვისების გაფართოვებას გეგმავს. პროდუქციის ჩამონათვალის სახელწოდება საიტზე ქართულ ენაზეა წამოდგენილი. აქ მითითებულია პროდუქცია, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მაღაზიის პროდუქციის ფასი 15 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის.

Sexmarket.ge პროდუქციის იმპორტს უმეტესად ჩინეთიდან ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულმა ბიზნესმა ქართულ ბაზარზე გაამართლა და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დიდ აქტიურობას ელოდებიან. ინტერნეტ გაყიდვების ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ ანონიმურობა არის დაცული. ინტერნეტით შეკვეთის შემდეგ პროდუქციას DHL-ის ფოსტის საშუალებით იგზავნება. ამანათი თბილისის შემთხვევაში 1-3 სამუშაო დღეში მიდის კლიენტამდე, რეგიონებში კი 2-4 სამუშაო დღეში. მყიდველების უმეტესობა მამაკაცები არიან. – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები