გამვლელებმა მეტრო “ახმეტელის” ტერიტორიაზე ხანდახმული მამაკაცი გადაიღეს, რომელიც, მათი თქმით, ქუჩის ძაღლებს სისტემატურად სცემს და მათ განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა.
ფეისბუქმომხმარებელმა მარიანა გოგოლაძემ ვიდეოც გადაიღო, სადაც ცხოველთმოძულე კაცს ხალხი ეჩხუბება:
“არავინ იცნობთ ეს სატანა ვინაა? ცხოველთა დამცველებო, აი, ეს სატანა კაცია მეტრო “ახმეტელთან” რომ ასახიჩრებს ცხოველებს. ახლა, საღამოს შევესწარი, სულ წიხლებით სცემდა…აქ, ვიდეოზე ლეკვი რომ არის, სულ ჩაწიხლა…წივილ-კივილზე გამოვვარდი სამსახურიდან და მოვასწარი ამის სიფათის გადაღება…მაინც დააკვირდით…ამიტომაა აქ ყველა ძაღლი ნაცემი…იმუქრებოდა, ყველას მოვკლავო…ჩემი ძაღლებიც ეტყობა ამან სცემა…ყველა ეჩხუბებოდა და მაინც უნდოდა გაგრძელება ცემის…”
მარიანა გოგოლაძის სტატუსს ფეისბუქის ჯგუფში – “ქუჩის ძაღლები” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კადრებში მამაკაცი ამოიცნო.
“მაგ კაცს მე ვიცნობ, ჩემი მეზობელია, გლდანის მეორე მიკროში ცხოვრობს, 37-ე კორპუსში. ძალიან საზიზღარი კაცია, მურმანა ჰქვია”, – აღნიშნა მან.