ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპბელი, ბელა ჰადიდი და სხვები დემნა გვასალიას მორიგი წარმატებული ჩვენება პარიზში
“ბალენსიაგას” ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ 6 ივლისს პარიზში “ოტ კუტიურ” კოლექციის ჩვენება გამართა. დემნასთვის მაღალ მოდაში ეს მეორე კოლექცია იყო.
დიზაინერის ამ შოუსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოლექცია წარადგინეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპბელი, ბელა ჰადიდი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და სხვები.