“23 ივნისიდან სიყვარულის პლანეტა, ვენერა ტყუპის ნიშანში გადავიდა და 18 ივლისამდე დარჩება”-ასტროლოგის პროგნოზი

23 ივნისს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ტყუპის ნიშანში გადავიდა და იქ 18 ივლისამდე დარჩება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური პროგნოზს აქვეყნებს:

“ვენერა – ტყუპის ნიშანში:
ასტროლოგიური ტენდენციები

/© რამაზ გიგაური/

23 ივნისს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ტყუპის ნიშანში გადავიდა და იქ 18 ივლისამდე დარჩება.

ვენერასთვის ტყუპის ნიშანში განთავსება არც თუ ძლიერია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სუსტად ვლინდება, რადგან ვენერა ტყუპში „კარგავს“ სტაბილურობას, პრაქტიკულობას და სიმყარეს პარტნიორობასთან მიმართებაში.
ვენერას ტყუპში ინგრესია აძლიერებს ფლირტის და ზედაპირული სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობას. ბუნებრივია, ეს უპირველესად საგრძნობი იქნება სოციალურ ქსელში. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ამ მიმართულებით გაორება ხდება და ზოგი ადამიანი ერთზე მეტი მიმართულებით აქტიურობს. შეიძლება ეს იყოს ერთი ურთიერთობების სწრაფად დასრულებისა და ახლის დაწყების ძლიერი სურვილი.
„ვენერა ტყუპში“ არ არის ღრმა, ემოციური და ინტენსიური. აქ ვენერას სიგნიფიკატორი (მმართველი) მერკურია, ამიტომ სიყვარულში წინა მხარეს გადმოდის ვერბალური მხარე. ამიტომ სიტყვა პირადი ცხოვრების დამაბრკოლებელი, დამანგრეველი ან პირიქით, დაწყებისა და შენების საფუძველი ხდება.

ვენერას ტყუპში ინგრესია ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება უპირველესად ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (ტყუპი, სასწორი და მერწყული) და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ტყუპის ნიშანში აქვთ (მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული ურთიერთობების ერთგვარი შეჯამება მოხდეს).

P.S. პირადი ჰოროსკოპის, პირადი ასტროლოგიური პროგნოზის ან ნებისმიერი ასტროლოგიური მომსახურების შესახებ: Messenger ან +995 599 94 06 80 (WhatsApp, Viber, Signal, Telegram).”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები