5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, მარკ ცუკერბერგის რჩევით

„წიგნები საშუალებას გაძლევთ სრულად შეისწავლოთ თემა და მასში უფრო ღრმად ჩაიძიროთ”, – აცხადებს მარტკ ცუკერბერგი და ახალგაზრდებს 5 წიგნის წაკითხვას ურჩევს.
2015 წელს მარკმა პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში თითო წიგნი წაიკითხავდა. ხოლო, წაკითხული წიგნების განხილვა მან A Year of Books-ის პლატფორმაზე გადაწყვიტა.

აი ის წიგნები, რომელიც სოცქსელის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს შესთავაზა:
“რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ხოლო ზოგი – ღარიბი” –  დარონ ანჩემოღლუ და ჯეიმს რობინსონი, 2012 წ.

რატომ ღარიბდებიან ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ზიმბაბვე, კონგო და სომალი, მაშინ როცა სხვები პირიქით პროგრესირებენ და მდიდრდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ავტორები 15 წლის განმავლობაში ავითარებდნენ პოლიტიკურ ეკონომიკურ თეორიას.

„ის იკვლევს სხვადასხვა ტიპის სოციალურ ინსტიტუტებსა და სტიმულებს, რომლებსაც ქვეყნები მიმართავენ კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ“, – წერს მარკ ცუკერბერგი.
“გენომი: სახეობის ავტობიოგრაფია 23 თავში” – მეთ რიდლი, 1999 წ.

მეთ რიდლი გვაწვდის გენეტიკის განვითარების სრულ ისტორიას და ადარებს მას რევოლუციას.

”რიდლი ცდილობს კაცობრიობის ისტორიის მოყოლას გენეტიკის და არა სოციოლოგიის თვალსაზრისით”, – ამბობს მილიარდერი.
“რაციონალური ოპტიმისტი” – მეთ რიდლი, 2010 წ

რიდლი ცუკერბერგის სიაში მეორედ მოხვდა. წიგნი ეძღვნება აზრს, რომ მიუხედავად არსებული კრიზისებისა და დროებითი წარუმატებლობისა, კაცობრიობას კარგი პერსპექტივები აქვს.

მეთ რიდლი წერს, რომ  ადამიანები ვითარდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ერთად მუშაობენ. ცუკერბერგი ეთანხმება და ამბობს, რომ „პროგრესი არის დიდი ძალა, რომელიც საზოგადოებას წინსვლისკენ უბიძგებს“.
“რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება” – უილიამ ჯეიმსი, 1902 წ

ამ წიგნის ავტორი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. რელიგია აქ განიხილება არა როგორც სოციალური ინსტიტუტი, არამედ როგორც ინდივიდის გრძნობების, ქმედებებისა და გამოცდილების ერთობლიობა.
“საუკეთესო ჩვენში” – სტივენ ფინკერი, 2011 წელი

სტივენ ფინკერი თვლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშვიდ დროში. ის განმარტავს, თუ რატომ შემცირდა ძალადობა წლების განმავლობაში. Facebook-ის დამფუძნებლის თქმით, ავტორი კარგად ხსნის მიმდინარე პროცესებს და გვთავაზობს იდეებს, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია.

წყარო:https://newposts.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები