დეკემბრის თვის პოზიტიური და ნეგატიური რიცხვები – რა მოვლენებს უნდა ველოდოთ წლის ბოლო თვეს

წლის ბოლო თვე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნი­თაა აღ­სა­ნიშ­ნა­ვი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ყვე­ლა პლა­ნე­ტა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს. ერ­თა­დერ­თი, 19 დე­კემ­ბერს ვე­ნე­რა გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი. პირ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, მზის დაბ­ნე­ლე­ბაა, მე­ო­რე ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­დას­ვლა; არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა მზის დღე­ღამ­ტო­ლო­ბა. თუმ­ცა, მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად და თვის ყვე­ლა მოვ­ლე­ნა დაწ­ვრი­ლე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ:

 

მზე ახლა მშვილ­დოს­ნის ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა. მშვილ­დოს­ნე­ბო, გი­ლო­ცავთ, გა­აქ­ტი­ურ­დით, თქვე­ნი დრო დად­გა. ეს პე­რი­ო­დი და­გეხ­მა­რე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, უცხო ენის შეს­წავ­ლა­ში, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. მო­გინ­დე­ბათ სუ­ლი­ე­რი ზრდა, უცხო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცე­ბის გაც­ნო­ბა. აგ­რეთ­ვე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა (და­მა­ტე­ბი­თი). გახ­შირ­დე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ურ და რე­ლი­გი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი.

თევ­ზებ­ში მყო­ფი ნეპ­ტუ­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა პირ­ველ დე­კემ­ბერს 2022 წლის 28 ივ­ნი­სამ­დე და გა­ივ­ლის მან­ძილს 21-26 გრა­დუ­სამ­დე. პლა­ნე­ტა ნელა მოძ­რა­ობს. ნეპ­ტუ­ნი არის ღვთა­ებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია, ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ა­ლე­ბი. შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა სფე­რო, წყლის ყვე­ლა ფორ­მა. თუ ადრე რამე გა­უ­გებ­რო­ბა გქონ­დათ ამ სფე­რო­ებ­ში ან არ გა­მოგ­დი­ო­დათ, ახლა ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­სა­კე­თე­ბე­ლი გა­გიხ­დეთ წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზა­ფხულ­ში შე­ას­რუ­ლეთ.

4 დე­კემ­ბერს მზის დაბ­ნე­ლე­ბას და ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის მე-13 გრა­დუს­ში, 11:33-ზე. ამ თე­მა­ზე, რა თქმა უნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ. ეს არის ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე. გა­და­ხე­დეთ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბის და­ი­წყეთ წლი­ნა­ხევ­რის წინ, ან გა­იხ­სე­ნეთ რა ხდე­ბო­და 18 წლის წინ. ამ მოვ­ლე­ნებს შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი ჰქონ­დეთ. მზის დაბ­ნე­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა გვსურს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა განვვი­თარ­დეთ. რო­გორ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ცოდ­ნა ან რა უნდა ვის­წავ­ლოთ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. მო­ე­რი­დეთ სნო­ბიზს, ნუ გა­მო­ავ­ლენთ ყოვ­ლის­მცოდ­ნე­ო­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ა­მოწ­მეთ ფაქ­ტე­ბი, ინ­ტორ­მა­ცი­ის წყა­რო. ერ­თა­დერ­თი, აქე­დან­ვე გა­გაფრ­თხი­ლებთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში, მი­ნუს-პლუს 2-3 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დით პი­რად ნივ­თებს, ფულს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქურ­დო­ბა, აფე­რის­ტო­ბა. იყა­ვით ფრთხი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მუ­ლო­ბაც. გა­და­ხე­დეთ თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კას, გა­არ­კვი­ეთ, სად გყავთ კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი. თით­ქმის 2 წელი გვქონ­და იმის­თვის, რომ გაგ­ვეს­ტუმ­რე­ბი­ნა კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დით, 19 დე­კემ­ბრამ­დე, სავ­სემ­თავ­რე­ო­ბამ­დე არც ისე ბევ­რი დროა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ თე­მა­ზე სტა­ტია ადრე უკვე შე­მოგ­თვა­ზეთ და თუ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ, კი­დევ ერთხელ გა­ეც­ნოთ

მერ­კუ­რი თხის რქა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს 13 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 2022 წლის 2 იან­ვრამ­დე. შემ­დეგ გა­და­ვა მერ­წყულ­ში, და­ე­წყე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა და ისევ გად­მო­ვა თხის რქა­ში, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­ვა 15 თე­ბერ­ვალს. ახლა მერ­კუ­რი მშვი­ლო­დო­სან­შია. იზ­რუ­ნეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, დახ­ვე­წეთ მა­ნე­რე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზემ­დგო­მებ­თან, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან. მერ­კუ­რი თხის რქა­ში მოგ­ვი­ტანს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის სურ­ვილს. მოგ­ვინ­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. ადა­მი­ა­ნის “ნათ­ქვამს წყა­ლი არ გა­უ­ვა”.

აქვე, მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ 5-14 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით 7-სა და 12-ში) არ შე­ი­ძი­ნოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ტექ­ნი­კა. სა­ყიდ­ლე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია 18-23 და გან­სა­კუთ­რე­ბით, 20, 29 დე­კემ­ბე­რი.

მარ­სი მშვილ­დო­სანს ეს­ტუმ­რე­ბა 13 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა 2022 წლის 24 იან­ვრამ­დე. მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა მო­რი­ელ­ში და გვეძ­ლე­ვა დიდი ძალა სი­ტუ­ა­ცი­ის, სა­კუ­თა­რი თა­ვის უკე­თე­სო­ბის­კენ შე­საც­ვლე­ლად, ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია გლო­ბა­ლუ­რიც. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფული, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის სურ­ვი­ლი. მარ­სი, რო­გორც იცით, მებ­რძო­ლია, მშვილ­დო­სან­ში მისი ყოფ­ნა მოგ­ვი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­ებს, რომ უფრო მეტს მი­ვაღ­წი­ოთ, უფრო მეტი მო­ვიხ­ვე­ჭოთ და და­ვი­პყროთ. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, იმოგ­ზა­უ­რეთ.

5 ნო­ემ­ბრი­დან ვე­ნე­რა თხის რქა­შია, რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა 19 დე­კემ­ბერს და დარ­ჩე­ბა თხის რქა­ში 6 მარ­ტამ­დე. ვე­ნე­რა თხის რქის მმარ­თვე­ლის, მკაც­რი სა­ტურ­ნის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა. ეს პე­რი­ო­დი გრძნო­ბებს გა­მოც­დის დროა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა. გარ­და ამი­სა, ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ ფი­ნან­სე­ბი. რეტ­როგ­რა­დულ ვე­ნე­რა სამ­ჯერ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა პლუ­ტონს და მოხ­დე­ბა ძი­რე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცია ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში, შე­მო­სავ­ლებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში – მომ­წონს არ მომ­წონს. პლუ­ტო­ნი მოგ­ვა­ცი­ლებს ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა. პლუ­ტო­ნი ვე­ნე­რას შე­უ­ერ­თე­ბა გვე­ლის 11 და 25 დე­კემ­ბერს. თუმ­ცა, მოვ­ლე­ნებს მი­ნუს-პლუს 2 დღე იგ­რძნობთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 19 დე­კემ­ბერს ტყუ­პის 28-ე გრა­დუს­ში, 8:35-ზე. მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ას, სიბ­რა­ზეს. მოვ­ლე­ნე­ბი ისე ვი­თარ­დე­ბა, რომ ბევრ რა­მე­ზე მოგ­ვი­წევს და­ფიქ­რე­ბა და ბევ­რი რა­მის კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვლა. რო­გორც უკვე იცით, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მე­ტად მოქ­მე­დებს მა­მა­კა­ცებ­სა და ბავ­შვებ­ზე, სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გმარ­თებთ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე მი­ნუს-პლუს 3 დღე არ და­ნიშ­ნოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არც სა­მე­დი­ცი­ნო გეგ­მი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

21 მზის დე­კემ­ბერს დღე­ღამ ტო­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბით 19:59-ზე. ამ დღეს მზე თხის რქის ნი­შან­ში გა­და­ვა. 21-მდე დღე კლე­ბა­დია, მერე უკვე თან­და­თან და­ი­წყებს მო­მა­ტე­ბას. ეს არის წლის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე და ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღამე. ძლი­ე­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დღეა და ეცა­დეთ, ეს დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რად გა­ა­ტა­როთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი, ახ­ლის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­როთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს, უც­ნა­უ­რის გა­კე­თე­ბა.

 

ურა­ნი და სა­ტურ­ნი წელს მე­სა­მედ და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს 24 დე­კემ­ბერს. ამ პლა­ნე­ტე­ბის წელს ეს მე­სა­მე, ფი­ნა­ლუ­რი და­ჯა­ხე­ბაა. პირ­ვე­ლი გვქონ­და 17 თე­ბერ­ვალს, მე­ო­რე 15 ივ­ნისს. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ამ დღე­ებ­ში. წარ­სუ­ლი უნდა და­ტო­ვოთ წარ­სულ­ში, მაგ­რამ წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა შექ­მნათ ახა­ლი, მო­მა­ვა­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხე­ბა.

და დე­კემ­ბრის ბოლო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა – იუ­პი­ტე­რის თევ­ზებ­ში გა­დას­ვლა 29 დე­კემ­ბერს. იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა 2022 წლის 10 მა­ი­სამ­დე. მცი­რე ხნით ეს­ტუმ­რე­ბა ვერძს და ისევ უკან დაბ­რუნ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბებს იგ­რძნობთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თევ­ზე­ბი და ისი­ნიც, ვი­საც იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში გყავთ. მო­ემ­ზა­დეთ თევ­ზე­ბო, თქვე­ნი მმარ­თვე­ლი იუ­პი­ტე­რი – დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა – თქვენ­სა­ვე ნი­შან­ში ბრუნ­დე­ბა. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბა.

და­ბო­ლოს, გა­გაც­ნობთ დე­კემ­ბრის პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­ურ დღე­ებს, რათა უკეთ შეძ­ლოთ და­გეგ­მოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სიფრ­თხი­ლე გმარ­თეთ: 3-4 7-8, 12, 15, 17, 19, 24-25 დე­კემ­ბერს. პო­ზი­ტი­უ­რი დღე­ე­ბია: პირ­ვე­ლი, 6, 20, 27, 29-30 დე­კემ­ბე­რი.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები