“ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი” – ნათია თოდუა

25 წლის ნა­თია თო­დუ­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. 2017 წელს მომ­ღე­რა­ლი გერ­მა­ნუ­ლი “ახა­ლი ხმის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მას შემ­დეგ, ნა­თია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და წარ­მა­ტე­ბულ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში გაზ­რდილ­მა გო­გო­ნამ, გა­ლის მე-13 სკო­ლა და­ამ­თავ­რა. თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და დე­დამ დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა.

გა­და­ცე­მა­ში “და­ვით გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­ბუ­ქე“, ნა­თია თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც სკო­ლა­ში თა­ვი­სი სახ­ლის მი­სა­მარ­თის და­მალ­ვა უწევ­და, რათა კლა­სე­ლებს არ გა­ე­გოთ, რომ დევ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და

ნა­თია თო­დუა

– დღემ­დე მახ­სოვს და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყე­ბა აფხა­ზე­თი­დან თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დით, დე­დამ მე, ჩემი და-ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი აქა­ურ სკო­ლა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა. მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა, ჩემ­თვის იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­და, რად­გან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლად უნდა მე­სა­უბ­რა, ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა და­მემ­ყა­რე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც სულ სხვა გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დნენ და ცხოვ­რობ­დნენ ისეთ ქა­ლაქ­ში, რო­გო­რიც თბი­ლი­სია.

35 ბავ­შვი ვი­ყა­ვით კლას­ში და რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს, ჩვე­ნი ახა­ლი მოს­წავ­ლე ნა­თია თო­დუა აფხა­ზე­თი­დან, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, შენ აფხა­ზი ხარ არა? – არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა. ყო­ვე­ლი დღე რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბა მჭირ­დე­ბო­და სკო­ლა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მრცხვე­ნო­და, ჩემს კლა­სე­ლებს არ გა­ე­გოთ, რომ დევ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი. ეს დღე­საც ხინ­ჯად მაქვს.

ერთხელ კლა­სე­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი გაგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და იმ კორ­პუს­ში მი­მეყ­ვა­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ამი­ტომ სხვა კორ­პუს­ში მი­ვიყ­ვა­ნე, სხვა სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვე­დი, ხელს ვუქ­ნევ­დი რო­მე­ლი­ღაც სარ­თუ­ლი­დან, მო­ვე­დი, აქ ვარ. რო­დე­საც დაბ­ნელ­და და მივ­ხვდი, რომ სახ­ლში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ ღა­მეს მშვი­დად და­ვი­ძი­ნე, რომ ჩემ­მა კლა­სე­ლებ­მა ვერ გა­ი­გეს სად ვცხოვ­რობ­დი. მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, მი­თხრეს, თო­დუა, გა­ვი­გეთ უკვე სა­დაც ცხოვ­რობ.

რე­ა­ლო­ბას შე­ვე­ჯა­ხე, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ნა­თია თო­დუა ისე­თად, რო­გო­რიც ახლა არის. გა­მი­მარ­თლა, რომ შევ­ძე­ლი ამ ბრძო­ლით მე­ცხოვ­რა და მეს­წავ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა. დღეს მე­ა­მა­ყე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ცოტა რთუ­ლი იყო ამის გა­გე­ბა…“

კომენტარები

სხვა სიახლეები