სასიყვარულო ასტროლოგია ყველაზე პოპულარული თემაა და საინტერესოა, ვის ელის 2022 წელს ქორწინება ან განქორწინება, ვინ შეხვდება ერთადერთსა და განუმეორებელს და ვის ელის რომანტიკა მთელი წლის განმავლობაში. 2022 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი
წლის პირველ ნახევარში, თუ ეგოიზმსა და სიჯიუტეს დაამარცხებთ, პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. ახალ და უკვე არსებულ ურთიერთობაში მეტად მოგეთხოვებათ კომპრომისი. 2022 წლის ნოემბრიდან თქვენი მართველი პლანეტა მარსი რეტროგრადული გახდება და სასურველია, ყველა უსიამოვნება ამ პერიოდისთვის მოგვარებული გქონდეთ. ბედნიერი კავშირის მთავარი ფაქტორი გახდება ნდობა. წინააღმდეგ სიტუაციაში ურთიერთობა გახდება ნაკლებ პერსპექტიული და უინტერესო. მარტოხელები მოერიდეთ ცბიერ ადამიანებთან კონტაქტს. არ აპატიოთ მას ტყუილი. ამასთან, გირჩევთ, გადაამოწმოთ მასზე ინფორმაცია და ისიც, რას გეუბნებათ. ბედნიერების მომტანი იქნება ქორწინება, როცა ვენერა ვერძში იქნება 2-27 მაისის პერიოდში. რეტროგრადული მარსი იქნება ტყუპში და მხოლოდ თქვენ შეძლებთ სიტუაციის გონივრულად მართვას. ამ პერიოდში ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. ნუ დაიწყებთ ახალ ურთიერთობას ან ნუ გადაწყვეტთ დაშორებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება.
კურო
თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა დაგეხმარებათ პირად ცხოვრების მოწყობაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. განსაკუთრებით 28 მაისიდან, როცა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა. 22 ივლისამდე გააქტიურდით ფლირტის, რომანებისა და სასიყვარულო თავგადასვალებისთვის. დაქორწინებულები მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეთ ერთმანეთთან სულიერადაც და ფიზიკურადაც. უქმეებზე მაინც განმარტოვდით მშვიდ და რომანტიკულ ადგილას. ერთად დასვენება და მოგზაურობა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ.
ტყუპი
2022 წლის აპრილი, ივნისი და ივლისი საუკეთესოა ნაცნობობისა და სასიყვარულო თავგადასავლისთვის. მიაქციეთ ყურადღება სერიოზულ თხის რქას, ორიგინალურ მერწყულს და რომანტიკულ თევზებს. თქვენი მეწყვილე შეიძლება იყოს შემოქმედითი ნატურა, საინტერესო ჰობის მფლობელი ან უგზოუკვლოდ განათლებული პიროვნება. 21 აგვისტოდან ტყუპს მარსი ესტუმრება და მოიმატებს სწრაფი ნაცნობობა, სპონტანური ქორწინება, მაგრამ კავშირი ხანგრძლივი არ იქნება. თუ ბედნიერი ოჯახი და მყარი ქორწინება გსურთ, წლის პირველ ნახევარში დაწყვილდით.
კირჩხიბი
მთელი წლის განმავლობაში სიყვარულით განებივრებული იქნებით. არ გემუქრებათ არც მარტოობა და არც იმედგაცრუება. ახალ სასიყვარულ პარტნიორებს მარტივად გაიცნობთ და დაუახლოვდებით. ხოლო თუ მოინდომებთ, ურთიერთობას სერიოზულსა და ხანგრძლივს გახდით. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყველა კრიტერიულს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ვნება, შთაბეჭდილებები და არასერიოზული ურთიერთობა გსურთ, 2022 წელს, ცეცხლის წარმომადგენლებს დაუკავშირეთ ბედი. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობების გამო არ შეგექმნათ უსიამოვნებები სამსახურში ან ფინანსური კრიზისი. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორის გამო ფულის დაბანდებას მის საქმიანობაში, მისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 18 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით ვენერა – სიყვარულის პლანეტა კირჩხიბში იქნება და ეს საუკეთესო პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას და პაემნებს გიმზადებენ. ამ პერიოდშივე გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
პლუტონისა და მზის ასპექტი თავბრუდამხვევ თავგადასავალს გპირდებათ. საიდულოებებით მოცული ადამიანები მიგიზიდავენ ან შეიძლება, ვნებიანი რომანის რეჟისორი თავად გახდეთ. გირჩევთ, ვნების მორევში თავით არ გადაეშვათ და არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან. თუმცა, არც უფრო სიმპათიურ ადამიანთან გექნებათ რომანი, მით მეტ კონკურენტთან მოგიწევთ გამკლავება. ეჭვიანობა და თქვენი მბრძანებლური ტონი კარგს არაფერს მოგიტანთ. მცირე უსიამოვნება და დაძაბულობა დაშორებამდე მიგიყვანთ. საბედისწერო ურთიერთობა გელით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით, აპრილში, ივლისში და ოქტომბერ-ნოემბერში. სულიერი მღელვარება სასიამოვნოც იქნება და უსიამოვნოც. თუ მცირე უსიამოვნებებს გადალახავთ, თქვენი კავშირი მყარი იქნება. სასიყვარულო ურთიერთობა ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება 11 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, როცა ვენერა თქვენს ნიშანს ესტუმრება. შეყვარებულები მდიდრულ და თეატრალურ ქორწინებასაც გამართავთ.
ქალწული
მარტოხელებს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელიც სრულიად განსხვავდება თქვენგან ხასიათით, ტემპერამენტით; აქვს მდიდარი ფანტაზია და არის შემოქმედებითი. გამორიცხული არაა, რომ თქვენი ახალი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი იყოს. მის გვერდით ყოფნას თუ გადაწყვეტთ, უნდა დააფასოთ და აპატიოთ მცირე სისუსტეები. იყავით გააზრებული და დაარეგულირეთ სიყვარული და სამსახური, ოჯახი და კარიერა. გამორიცხული არაა, ახალი სასიყვარულო თავგადასავლის გამო სარფიან ხელშეკრულებაზე თქვათ უარი. გადაწყვეტილებები ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. ნუ ენდობით გარშემო მყოფების რჩევებს. რომანტიკული ნაცნობობა გელით ხალხმრავალ ადგილებში. მათ შორის პროფესიულ წრეებში. პირად ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იქნებით 5-28 სექტემბრის პერიოდში.
სასწორი
წლის განმავლობაში ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ. 11-23 ოქტომბრის შუალედში ყველაზე პოპულარული იქნებით, სწორედ ამ დროს ესტუმრება თქვენს ნიშანს ვენერაც და მერკურიც. იქნებით. ეს საუკეთესო პერიოდია, რომ მარტოხელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. ხშირად დაესწარით წვეულებებს და ნურც გაცნობის საიტზე დარეგისტრირებაზე იტყვით უარს. 2022 წელი საუკეთესოა ბუდის შექმნის, ბავშვის გაჩენისთვის. ზოგიერთი ახალი ბინის შეძენას გადაწყვეტს. 29 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოაწყვეთ დიდი ოჯახური წვეულება. აგრეთვე კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ახალი ურთიერთობის დასაწყებად. დინამიკური და ვნებიანი ურთიერთობა გელით ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან. მოერიდეთ კონფლიქტებს თებერვალსა და დეკემბერში. განქორწინება ქონების გაყოფით დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ.
მორიელი
პირველ რიგში უნდა გაიხსენოთ ძველი ურთიერთობები და ობიექტურად შეაფასოთ ისინი. გაანალიზეთ წარსული, შეაფასეთ თქვენი ქმედებები ობიექტურად. ზოგიერთმა შეიძლება ურთიერთობა განაახლოთ ყოფილთან, თუ გრძნობები ისევ “ცოცხალია”. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით რეტროგრადული პლუტონი თხის რქაში იქნება და გამორიცხული არაა, აღადგინოთ ის, რაც დაკარგული გეგონათ. დაქორწინებულები მოერიდეთ კონფლიქტს, იზრუნეთ წყვილში ჰარმონიისა და ნდობის დაბრუნებაზე. არ გირჩევთ პარტნიორზე ბატონობის უფლებას. რეტროგრადული პლუტონის დრო გამოიყენეთ პირადი ტრანსფორმაციისთვის. ზოგიერთმა შეიძლება ნოლიდან აღადგინოთ ყველაფერი. ინიციატივა და სერიოზული საუბარი დაგეხმარებათ კარიერაში მწვერვალების დაპყრობაში. ვნებიანობა და სექსუალურობა მოიმატებს 23 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, როცა სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ფლირტი, პაემნები, სასიყვარულო თავგადასავალი. ქორწინება ამ პერიოდში ვნებასა და ნდობაზე იქნება დამყარებული.
მშვილდოსანი
მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება საბედისწეროში გადაიზარდოს. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. ადამიანი შეიძლება ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. რომანი კი გახდეს ლამაზი, რომანტიკული. რომანტიკული შეხვედრა გელით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან ან იქ, სადაც წყლის დიდი ენერგიაა (აუზი, სანაპირო, პლაჟი). თუ უკვე გყავთ მეწყვილე, მეტად დააფასეთ და გაანებივრეთ იგი. ნუ აწყენინებთ მას 28 ივლისიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, როცა “დიდი ბედნიერების” პლანეტა იუპიტერი, – თქვენი მმართველი რეტროგრადულ იქნება ვერძში. ამ პერიოდში გახშირებული იქნება კონფლიქტები და გაუგებრობები. თქვენი კრიტიკული და მკვეთრი გამონათქვამები მომწამვლელი შხამივით მოქმედებს თქვენს საყვარელ ადამიანზე. გამორიცხული არაა საბოლოოდ დაშორდეთ ერთმანეთს.
თხის რქა
თქვენი მმართველი პლანეტა – სატურნი მოითხოვს თქვენი ურთიერთობის გასერიოზულებას და ოფიციალურ ქორწინებას. სატურნის ტრანზიტი მერწყულში დიდხნიან ოჯახურ კავშირებსაც კი გამოცდის სანდოობაზე. ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს: ეგოიზმი, ტყუილი ან ღალატი. 5 ივლისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით საინტერესო საიდუმლოებები შეიძლება გამჟღავნდეს თქვენზე. მარტოხელების ცხოვრებაში მოსალოდნელია გრძნობების აფეთქება და ფლირტი. გარდა ამისა, მოსალოდნელია შეხვედრა ყოფილთან და ძველი სიყვარულის აღდგენა. არ გირჩევთ პრობლემური ურთიერთობების აღდგენას. თუ ადამიანს მავნე თვისებები აქვს, მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. რომანტიკული ნაცნობობა გელით მაისში, ივნისსა და დეკემბერში, სასურველ კანდიდატს შეხვდებით ამ პერიოდში გახშირებულ სემინარებზე, პრეზენტაციებზე, მივლინების დროს, კონფერენციებზე, სწავლისა და ბიზნესის გაფართოების დროს.
მერწყული
2022 წელს ზედმიწევნით დაკვირვებული უნდა იყოთ პარტნიორის არჩევისას. ეს ეხება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორსაც. ნუ დაუკავშირებთ ბედს საეჭვო და პრობლემურ ადამიანებს. აგრეთვე მათ, ვისაც აქვს ვალები და ნასამართლეობა. არც დაქორწინებულ ადამიანთან რომანი მოგიტანთ ბედნიერებას. გაზაფხულზე ვენერა მერწყულსა და თევზებში იქნება და ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკულობა, შემოქმედებითობა. ზოგისთვის შეხვედრა შეიძლება მისტიკური იყოს. საინტერესო ნაცნობობა გელით სასწორთან, თხის რქასთან ან თევზებთან. თავად შეხვედრა მოსალოდნელია ან ლამაზ ადგილას, ან სიყვარულის დღესასწაულის დროს (მაგ., მეგობრის, ნათესავის ქორწილი).
თევზები
მოერიდეთ ინფანტილურ და ეგოისტ ადამიანებთან დაწყვილებას. აგრეთვე მათთან, ვისაც მატერიალური პრობლემები აქვს. დაწყვილებულების ცხოვრებაში 28 ივლისიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მომატებული იქნება ბუნდოვნება, რადგან ამ პერიოდში თევზების მმართველი ნეპტუნი რეტროგრადული იქნება. ამ პერიოდში უსიამოვნებებში რომ არ გაეხვიოთ და პარტნიორი უკეთ დაინახოთ, მოიხსენით “ვარდისფერი სათვალე”, მოერიდეთ იდეალიზმს სიყვარულში. ამ პერიოდში არ გირჩევთ ქორწინებას, ის არ იქნება ხანგრძლივი, თუ პარტნიორი თქვენზე 12 წლით უფროსი არაა. ბედნიერი კავშირის შესაქმნელად გამოიყენეთ პერიოდი 5 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, როცა ვენერა თევზებში იქნება. ამ პერიოდში სიყვარულით ტკბობის შესაძლებლობა მოგეცემათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ; შეყვარებულებს კი – ბედნიერი თანაცხოვრების დაწყება. კავშირი იქნება მყარი და ვნებიანი.