21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა დღეს ამბიციური გეგმების გამო ანგარიში არ გაუწიოთ სხვათა სურვილებს და რეალობას. ჯერ კიდევ არ არის გვიან გამოიჩინოთ გონიერება და სწორად შეაფასოთ მოვლენები, გააანალიზეთ თქვენი ქმედებები.

კურო

დამღლელი დღეების შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ დადებითი ემოციებით დაიწყოთ საქმიანი კვირა. გაინებივრეთ თავი რაიმე სასურველი ნივთის შეძენით. გამოიჩინეთ მეტი ოპტიმიზმი.

ტყუპები

სიტუაციები თანდათან უმჯობესდება, უფრო ნათელი და აშკარა ხდება ყველა საკითხი რაც აქამდე თქვენთვის გაურკვეველი იყო, მშვიდობიანად განაგრძეთ სვლა და თამამად დაგეგმეთ სასურველი მომავალი.

კირჩხიბი

შეგიძლიათ მშვიდად ამოისუნთქოთ, მაგრამ გამოიჩინეთ წინდახედულება, ნუ აიღებთ სხვათა პრობლემებს საკუთარ თავზე , საღად შეაფასეთ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები.

ლომი

ახლა თავმდაბლობის დრო არ არის, არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ აწყობთ თქვენი წარმატება, ნუ აკნინებთ თქვენს მნიშვნელობასა და საქმიანობას, თქვენი შრომა და გულისხმიერება მეტ პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს.

ქალწული

სასურველია პირდაპირ დააფიქსიროთ საკუთარი მოთხოვნები. ნუ დაელოდებით რომ უთქმელად მიგიხვდებიან სურვილებს, ჩამოაყალიბეთ აზრები კონკრეტულად და გასაგებად.

სასწორი

ყურადღება გაამახვილეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ პატარა სასიამოვნო სიტუაციები და მადლიერება და კმაყოფილება გამოხატეთ სხვათა მიმართ.

მორიელი

შესაძლოა ხანგრძლივი დროით მოგიწიოთ დაკავდეთ სოციალურ ქსელში საქმიანობით ან რაიმე ურთიერთობით. დროა სერიოზულად მიუდგეთ იმ ინფორმაციებს, რომელიც თქვენამდე მოდის. გაფილტრეთ და დაკავდით მხოლოდ რეალური, საღი კავშირებით.

მშვილდოსანი

იყავით უფრო მოქნილი და დიპლომატიური, მაგრამ წინასწარ ნუ დაიწყებთ რაიმეს ახსანას და მტკიცებას, ორმაგი სტანდარტები არ არის მომგებიანი პოზიცია. იყავით დარწმუნებული რომ თქვენი მცდელობა ღირსეულად შეფასდება.

თხის რქა

შესაძლოა დღეს საკუთარ თავზე რთული საქმე იტვირთოთ, დაწინაურების დიდი ალბათობაა, ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის, ყველაფერს გაართმევთ თავს, მთავარია მხოლოდ ძალების მობილიზება.

მერწყული

მოერიდეთ უხეშ და ნეგატიურ ადამიანებს, ნურავის მისცემთ უფლებას ხასიათი გაგიფუჭონ თავისი უსიამოვნო , წინდაუხედავი კომენტარებით, თუმცა რომც ეცადონ, მაინც ვერაფერს დაგაკლებენ.

თევზები

იყავით უფრო თამამი, გაბედული, მოხერხებული და დაარღვიეთ თამაშის წესები! გამოიჩინეთ ინიციატივა. გამოფხიზლდით, გადაახალისეთ გეგმები, შეცვალეთ სტრატეგია.

კომენტარები

სხვა სიახლეები