ასტროლოგი დავით ნიბლაძე მომდევნო 3 დღის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“5 სექტემბერს მერკურისა და სატურნის ზუსტი ტრინია.
ამ ორ პლანეტას შორის ჰარმონიული ასპექტი ბრწყინვალე შანსს გვაძლევს გრძელვადიანი გეგმების შესადგენად. პრაქტიკული აზროვნება, აუჩქარებლობა და შედეგებზე ორიენტირებულობა ბევრი საკითხის წარმატებულად გადაჭრაში დაგვეხმარება. ნაყოფიერია საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებებიც. მშვენიერი დროა ასევე სწავლისა და სწავლებისთვის. ასპექტი ძალაშია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში.
თუ მერკურისა და სატურნის ტრინი დაბადების რუკაში გაქვს, გახსოვდეს, რომ ორგანიზებულობა, პრაქტიკულობა, პუნქტუალურობა და ეთიკის ნორმების დაცვა ბუნებრივად შენი ძლიერი მხარეებია. მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შედგენასთან თუ მეგობრულად იქნები და მიყვები კიდევაც მათ, საუკეთესო შედეგებსაც აუცილებლად მიაღწევ. შეუდარებელი კონცენტრირების უნარი, დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და შედეგებზე ორიენტირებულობა მარტივად შეგიძლია აქციო შენი დიადი მიღწევების წინაპირობად. ამ ასპექტის წყალობით შეგიძლია, სწავლისა და სწავლების უბადლო უნარებითაც იამაყო.
ემანუელ მაკრონს, რომელიც საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია, სწორედ მერკურისა და სატურნის ტრინი აქვს რუკაში. შეგვიძლია, მაგალითად ჯენიფერ ლოპესიც მოვიყვანოთ.
️როგორი ასპექტი აქვს შენს მერკურს სატურნთან?”-წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები