“მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა… ვიცოდი, ეს დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იყო” – რას ჰყვება გარდაცვლილი მწერლის შვილი?

ორი დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სით მწე­რა­ლი ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 11 აგ­ვის­ტოს თა­ვად გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი წერ­და, რომ კო­ვიდ­თან ომში ჩა­ე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რად­გან ის აღ­მოჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით იყო აც­რი­ლი. ბა­ტონ­მა ვა­ჟამ ვაქ­ცი­ნა­ცია “სი­ნო­ვა­კის” ვაქ­ცი­ნით ჩა­ი­ტა­რა.

ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ. მი­ნის­ტრის თქმით, ეს არ უნდა იყოს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 0.001%-ია.

ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწერ­ლის სუ­რათს აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ და ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი წე­რენ, რომ ორ­ჯე­რა­დად აც­რამ ბა­ტო­ნი ვაჟა ვერ და­იც­ვა და მა­ინც გარ­და­იც­ვა­ლა.

Ambebi.ge ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს მა­რი­ამ შა­ქა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მწერ­ლის შვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ მამა მე­ო­რე ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­ინ­ფი­ცირ­და.

მა­რი­ამ შა­ქა­რაშ­ვი­ლი:

– მამა ორ­ჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, მან პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვალი მო­ი­ხა­და და ორ­ჯერ აიც­რა სი­ნო­ვა­კის ვაქ­ცი­ნით.

მე არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ, თუმ­ცა, ვიცი, რომ მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­ინ­ფი­ცირ­და და ამის გამო, ვდარ­დობ­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს დრო არ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად…

მა­მა­ზე ბევრ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, მას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა იწვა კო­ვიდ კლი­ნი­კა­ში და ვი­ცო­დი, რომ ხე­ლოვ­ნურ ჟანგბადს აწ­ვდიდ­ნენ.

მამა იყო სი­ცო­ცხლით სავ­სე და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მის­თვის იმ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ამ ფიქ­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბა რთუ­ლი იყო, რა­მაც შე­საძ­ლოა, მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძი­მა. ვფიქ­რობ, მე­ო­რე დო­ზი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, შე­დე­გი ლე­ტა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბო­და…“ – ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი იყო. მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში – „ნი­ან­გი“, „შავი დო­სიე“, „ვერ­სია“, „სრუ­ლი­ად არა­სა­ი­დუმ­ლოდ“, „კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კა“, „ევ­რა­ზია-ექ­სპრე­სი“. არის 46 სა­ავ­ტო­რო წიგ­ნის ავ­ტო­რი.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები