“ჩვენ დავარწმუნეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს! უნდა შევინანოთ” – დეკანოზი თეოდორე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებაში სასულიერო პირებს შენანებისკენ მოუწოდა რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნეს იმაში, თითქოს ვირუსი არ არსებობს და აცრები დაღუპავს კაცობრიობას.

„მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით. როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება. როგორ უნდა ვწრთოდეთ და ვშიშობდეთ, რომ ვაიმე ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ. რას იზამენ. აცრებით დაგვღუპავენ ყველას. ეს ეკადრება ზოგადად ქრისტიანს? ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით, “- იქადაგადა დეკანოზმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები