“ნაომარია და ნაჭიდავები, ხელის თითებიც დასერილი აქვს. გაუპატიურება არ დასტურდება” – შანაი ბრუკის მკვლელობის დეტალები
30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი გაუჩინარდა. მეორე დღეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, მთაწმინდის ფერდზე გარდაცვლილი იპოვეს.
შანაი ბრუკის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როცა შანაის ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ტელეფონით საუბრის დროს მეგობარმა შანაის სიტყვები გაიგონა: “გთხოვთ, გამიშვით, უბრალოდ გამიშვით”.
AMBEBI.GE-ს სანდო წყარო საქმის გაუხმაურებელ დეტალებს უმხელს:
“როგორც ირკვევა, გოგონა, ასე ვთქვათ, “ნაომარია” და ნაჭიდავები. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ამბავი გაუპატიურების შესახებ, მაგრამ გეტყვით, რომ გოგონას სექსუალური ძალადობის კვალი არ აქვს, გაუპატიურება არ დასტურდება.