დღეს მზე ტყუპების ზოდიაქოში გადავა და 21 ივნისამდე დარჩება – ასტროლოგის პროგნოზი

20 მაისს მზე ტყუპების ნიშანში გადავა და 21 ივნისამდე იქ დარჩება. ასევე მზესთან ერთად იმოძრავებს მერკური. ამის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დღეს, 20 მაისს, თბილისის დროით 23:37 საათზე მზე ტყუპის ზოდიაქოში გადავა და იქ 21 ივნისამდე დარჩება.
მზის ეს ინგრესია ძალიან საინტერესოა, რადგან უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მზესთან ერთად ტყუპებში იმოძრავებს მერკურიც (რომელიც რეტროგრადული მოძრაობის გამო ტყუპის ნიშანს მხოლოდ 13 ივლისს დატოვებს).
ადამიანებში გააქტიურდება კომუნიკაბელურობა, ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემის უნარი, შეხვედრების, მოლაპარაკების და შეთანხმებების ალბათობა.
* რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ზოგადად პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპისთვის, სასწორისთვის და მერწყულისთვის.
* მეტ-ნაკლებად პოზიტიური პერიოდი იქნება ვერძისთვის და ლომისთვისაც (მშვილდოსანს მოუწევს საკუთარი ენერგიის დაზოგვა და მხოლოდ პრიორიტეტული საკითხების მოგვარება).
* წყლის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) შედარებით ნეიტრალური იქნება.
* ყურადღების გამოჩენა მართებთ მიწის სტიქიის ნიშნებს – კუროს, ქალწულსა და თხის რქას. მათ ნელა და წინდახედულად უნდა იმოქმედონ.

მერკურის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში (30 მაისიდან – 23 ივნისამდე) შესაძლებელი გახდება:
* წარსულის ანალიზი, ძველი შეცდომების გამოსწორება და არასწორი კომუნიკაციის გამო გართულებული კავშირების დალაგება.
ასევე სასიკეთო იქნება:
* ადრე დაწყებული და გადადებული საქმეების დასრულება,
* მოლაპარაკებების გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა,
* საბუთების მომზადება, მოწესრიგება და ამ მიმართულებით შექმნილი პრობლემების გამოსწორება,
* გამომცემლობასთან, ჟურნალებთან, წიგნებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება,
* დაკარგული ნივთების მოძიება,
* შეწყვეტილი სწავლის გაგრძელება.

თუმცა რეტროგრადული მერკურის პერიოდში (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის რეკომენდებული!!!
* ახალი მოლაპარაკებების დაწყება,
* შეთანხმებების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება,
* კომპანიის რეგისტრაცია,
* ინფორმაციასთან და სწავლასთან დაკავშირებული ახალი პროექტის დაწყება,
* ფინანსურ პროექტებთან ან ინვესტიციებთან დაკავშირებით გრძელვადიანი მოლაპარაკებები.”- წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები