11 მაისს ახალმთვარეობაა. ამის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გოგაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
“სანამ 11 მაისის ახალმთვარეობას განვიხილავთ, მანამდე გადავხედოთ წინა, 12 აპრილის ახალმთვარეობის პერიოდს და ერთგვარი ანალიზი გავაკეთოთ.
გასული, 12 აპრილის ახალმთვარეობა ვერძის ზოდიაქოში იყო და როგორც დავწერე წინა პროგნოზში, ის „აგრესიული“ და ხიფათიანი იქნებოდა, ასეც მოხდა.
გასული ახალმთვარეობის პერიოდში მსოფლიოში რამდენიმე „ხმაურიანი“ მოვლენა იყო:
• ხანძარი და აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ საავადმყოფოში (მსხვერპლი: 82 ადამიანი);
• ჭყლეტა ისრაელში ლაგ ბა-ომერის დღესასწაულზე (მსხვერპლი: 45 ადამიანი);
• ინდონეზიიის კუთვნილი წყალქვეშა ნავის ჩაძირვა კუნძულ ბალისთან (მსხვერპლი: 53 ადამიანი);
• ბრაზილიაში პოლიციასა და ნარკოკარტელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება (მსხვერპლი: 22 ადამიანი), რასაც ბრაზილიაში ხელისუფლების საწინააღმდეგო უდიდესი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა;
• ინდოეთში კოვიდის გავრცელების პიკი (მხოლოდ 24.04. -08.05 შუალედში 5,5 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა);
• ევროპისა და რუსეთის დიპლომატიური ომი.
მოსალოდნელი ახალმთვარეობა
რაც შეეხება ახალმთვარეობას, რომელიც 11 მაისს (თბილისის დროით 23:00 საათზე) იქნება.
ეს ახალმთვარეობა წინ უსწრებს მთვარისა და მზის დაბნელებების „დერეფანს“ (მთვარე – 26 მაისს, ხოლო მზის – 10 ივნისს დაბნელდება). ასტროლოგიური თვალსაზრისით მსგავსი პერიოდი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ასე ვთქვათ, დაბნელებების წინა, „მოსამზადებელი“ პერიოდია (თუ ახალმთვარეობის გავლენა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდება, მზის ან მთვარის დაბნელებით უკვე ექვსთვიან პერიოდის მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებზე შეგვიძლიათ ვიმსჯელოთ).
აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში განვითარებული გავლენას მოახდენს მინიმუმ 2021 წლის ნოემბრამდე შექმნილ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე.
ახალმთვარეობა და მსოფლიო
11 მაისის ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს 22-ე გრადუსში იქნება. ეს მიანიშნებს ეკონომიკური პროცესების დამუხრუჭებას და ფინანსებთან მიმართებაში გარკვეული კრიზისული სიტუაციების გამძაფრებას. ბევრი სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელია სისტემური პრობლემების შექმნა. წინ წამოიწევს ეკონომიკური საკითხები, აშკარა გაჩნდება კრიზისის ნიშნები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოსალოდნელია ინდექსების დაბლა დაწევა ან სერიოზული ვარდნა.
აქედან გამომდინარე ეკონიმიკური პროცესები და ფინანსური საკითხები დიდი ყურადღებით უნდა იმართოთ, რისკზე წასვლა გონივრულად უნდა მოხდეს, რადგან წინდაუხედავ ნაბიჯებს ეკონომიკაში, ბიზნესში თუ კომერციულ გარიგებებში მომენტალური ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.
ეს ახალმთვარეობა შედარებით ნეგატიური იქნება შემდეგი ქვეყნებისთვის და ტერიტორიებისთვის:
• ჩრდილოეთი ამერიკა: ჰავაი, ალიასკა და კალიფორნია;
• სამხრეთ ამერიკა: ბრაზილია;
• ევროპა: ჩრდილოეთ ინგლისი, შოტლანდია და სკანდინავიური ქვეყნების ჩრდილოეთ ნაწილი;
• აფრიკა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა, ზიმბაბვე, ზამბია, ტანზანია, კენია, ეთიოპია, ჯიბუტი, მადაგასკარი;
• აზია: იემენი, საუდის არაბეთი, ირანი, რუსეთი (ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი), თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აღმოსავლეთ ავღანეთი, დასავლეთ პაკისტანი, აღმოსავლეთ ნეპალი, ინდოეთი, იაპონია (ჰოკაიდო, ჩრდილოეთ ჰონსიუ)
• ავსტრალია, ახალი ზელანდია, სოლომონის კუნძულები
ახალმთვარეობა და საქართველო
საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-11 სახლში იქნებაა, ამიტომ უახლესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია ბევრი სიახლე ვიხილოთ არა მხოლოდ საქართველოს საპარლამენტო მუშაობაში, არამედ საქალაქო და სასოფლო მუციპალიტეტებში. არ გამოირიცხება მაისის მეორე ნახევარში ან ივნისის პირველ დეკადაში საქართველოში რომელიმე მეგობარი ქვეყნიდან საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტიც ვიხილოთ.
ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები
ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს 20-ე, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება.
* კუროების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გადახედონ საკუთარ ფინანსურ შემოსავლებს და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გამოავლინონ.
* ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიწის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის – ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის. მათთვისაც ეს პერიოდი მნიშვნელოვანი საკითხების დალაგების საშუალებას მოიტანს. არ არის გამორიცხული მათ შეძლონ ძველი პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით პირად ცხოვრებასთან, სწავლასთან თუ უცხოეთთან მიმართებაში.
* კირჩხიბებისთვის და თევზებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობებსა და შანსებს გააჩენს. თუმცა მათ მოუწევთ აქტიურობა და სერიოზული შრომა, რათა ეს შანსები ჯერ შეამჩნიონ და შემდეგ კი გამოიყენონ.
* მორიელს მოუწევს გარკვეული რეალობის პირისპირ შეჩეხება და ისეთი საკითხების გაცნობიერება, რომელსაც ახლო წარსულში ვერ ახერხებდა.
* მცირედით დისჰარმონიული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის და განსაკუთრებით ლომებისთვის. მათ არ უნდა იჩქარონ და მაქსიმალურად უნდა შეეცადონ აგრესიის შეკავებას. ეს პერიოდი სადავო საკითხების მოგვარებისთვის არც თუ სასურველია.
* შედარებით რთული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპებისთვის, სასწორისთვის და განსაკუთრებით მერწყულებისთვის. აქედან გამომდინარე, ჰაერის სტიქიის ნიშნებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ეს განსაკუთრებით ურთიერთობებს და ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემას ეხება.
ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!”-წერს რამაზ გიგაური