8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წინ მეტად საპასუხისმგებლო პერიოდი გაქვთ და სამსახურეობრივმა მოვლენებმა შეიძლება გადაღლა და ფსიქოემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

კურო

ნურავის დაადანაშაულებთ საკუთარ უიღბლობაში, იმაში რომ სასურველს ვერ მიაღწიეთ, ეცადეთ ყველაფერი თავად გამოასწოროთ. ახლა ჭეშმარიტების ძებნა არაფერში დაგეხმარებათ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს თავზე და იმოქმედეთ.

ტყუპები

დღევანდელი დღე შესაძლოა გარდამტეხი იყოს თქვენს კარიერულ საქმიანობაში და ზოგადად ცხოვრებაში. ამიტომ ყოველმხრივ შეეცადეთ იმოქმედოთ ისე, რომ შემდეგ სიამაყით გაიხსენოთ ეს პერიოდი.

კირჩხიბი

წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი წამოწყება: სწავლა, შემოქმედებითი საქმიანობა თუ სხვა რამ, ყველაფერი რაც სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგიტანთ. დღეს ცოტა თავქარიანობაც კი პოზიტიური მუხტით აგავსებთ და თქვენს ყოველდღიურობას გაახალისებს.

ლომი

მეტად იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან. მათთან ერთად შეეცადეთ პრობლემატური საკითხების მოგვარებას ან მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას, ეს ყველაფერი საკმაოდ სასიკეთოდ და სასარგებლოდ აისახება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე.

ქალწული

ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანების მიმართ და აკონტროლეთ ხარჯები. შეიტანეთ სიახლე თქვენს გარდერობში, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი და იზრუნეთ ოჯახის წევრებზეც, გაანებივრეთ ისინი თქვენი ყურადღებითა და სიურპრიზებით.

სასწორი

ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დაისვენოთ და განიტვირთოთ, მოდუნდით დამღლელი კვირის შემდგე, აღიდგინეთ ძალები. შესაძლოა დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ, ან ურთიერთობა აღადგინოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან.

მორიელი

შეეცადეთ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში ის, რაც არ მოგწონთ და დისკომფორტს გიქმნით, წაშალეთ გონებაში უსიამოვნო მოგონებები, კონცენტრდით რაიმე საინტერესოზე და პოზიტიურზე, იქნებ მეტი ფერები შეგეტანათ თქვენს ცხოვრებაში?

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა თავად მიხვდეთ წარმატებლობის მთავარ მიზეზს, თუმცა რას გააკეთებთ და რა ზომებს მიიღებთ ეს უკვე სხვა თემაა. იმოქმედეთ ისე, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმა კომფორტული იყოს, მაგრამ არ გაანაწყენოთ კოლეგები.

თხის რქა

დღეს სასურველია მეტი თეატრალურობა შეიტანოთ თქვენს ცხოვრებისეულ სცენარში. დიდსულოვნება და თანაგრძნობა დაგეხმარებათ დიდი ხნის მოუგვარებელი სირთულეების გადაჭრაში.

მერწყული

შესაძლოა თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემებმა ან თქვენი უყურადღებობის შედეგებზე მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება. შეეცადეთ მოიძიოთ მხარდამჭერები და ერთობლივი ძალით შეეჭიდოთ სირთულეებს.

თევზები

შესაძლოა დღეს მოულად მიღებულმა ინფორმაციამ თავდაყირა დააყენოს თქვენი სამომავლო გეგმები. ნუ იჩქარებთ წინასწარ დასკვნების გაკეთებას, იმოქმედეთ მოზომილად, გონივრულად და წინდახედულად.

კომენტარები

სხვა სიახლეები