34 წლის მაიკო წიკლაური, რომელიც ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, პირველ შვილს ელოდებოდა. ის ფოლადაანთ კარის საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო.
მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა, რამდენიმე დღეში დაიღუპა ჩვილი, გუშინ კი დედაც გარდაიცვალა.
ფოლადაანთ კარის საშუალო სკოლის გვერდი გარდაცვლილი მასწავლებლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, საუკეთესო თანამშრომელისა და მეგობრის, მაიკო წიკლაურის გარდაცვალების გამო. ჩვენო საყვარელო მაიკო, ჩვენო უდიდესო ტკივილო, რომელი სიტყვები გამოხატავს იმ უკიდეგანო ტკივილს, რასაც შენი დაკარგვით განვიცდით პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით, ერთმანეთს ყოველწუთს ვაიმედებდით და დღემდე გვჯეროდა რომ დაამარცხებდით ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა დავმარცხდით შენ ვეღარ გაუძელი ამ ბრძოლას და დანებდი… ამბობენ ღმერთის ნებაა ყველაფერიო და ღმერთმა გაანათლოს თქვენი უმანკო სულები…,“ -წერია სკოლის გვერდზე.
წყარო: “რეზონანსი”