4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შექმნილი ვითარება გაიძულებთ სამომავლოდ გადადოთ თქვენი საქმეები. დაეხმარეთ თქვენს ახლო წრეში დაპირისპირებული მხარეების მორიგებასა და შერიგებას.

კურო

დღეს აუცილებელი იქნება ჩაუღრმავდეთ თქენს ქმედებებს, შეაფასოთ საკუთარი ნაბიჯები, თვალი გაუსწოროთ შეცდომებს და შემდეგ გადაწყვიტოთ როგორ განაგრძოთ გზა.

ტყუპები

გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან, იმოქმედეთ გაბედულად და არასტანდარტულად. ნოვატორული იდეებით კარგი პერსპექტივების წინ აღმოჩნდებით და ყველას დააინტერესებთ.

კირჩხიბი

შესაძლოა მთელი დღე წვრილმანი გაუგებრობების მოგვარებას მიუძღვნათ. ნუ ეცდებით ჭეშმარიტების ძიებას, მომაბეზრებელი კამათი და წყენა მალე მიეცემა დავიწყებას და ურთიერთობებს ზიანს არ მიაყენებს.

ლომი

შესაძლოა წარსულმა შეგახსენოთ თავი, გაიხსენეთ თქვენი გამოცდილება, ნუ დახუჭავთ თვალს თქვენს ძველ შეცდომებზე, ამგვარად თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებასა და გულისტკენას.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვიეთ. დაფიქრდით რა გიშლით ხელს, რომ აკეთოთ ის საქმე, რაც გსიამოვნებთ და არა ის რასაც იძულებით აკეთებთ. თუ გიჭირთ ყველაფერში გარკვევა, რჩევა ახლობლებს ჰკითხეთ.

სასწორი

შეეცადეთ ნაკლებად მიიპყროთ სხვათა ყურადღება, განსაკუთრებით კი მინიმუმამდე შეამცირეთ ურთოერთობები ხელმძღვანელობასთან, ვინაიდან დღეს ირგვლივმყოფნი მეტად კრიტიკულად არიან განწყობილნი თქვენს მიმართ და ყოველ სიტყვას შეიძლება ჩაეძიონ.

მორიელი

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის, თქვენს თვალსა და ფხიზელ გონებას არაფერი გამოეპარება. სარისკო საქმეებშიც კი იპოვნით სწორ გზას და ვერავინ შეძლებს თქვენს დაბნევას ან გაცურებას.

მშვილდოსანი

გადახედეთ თქვენს გეგმებს და მოახდინეთ მათი კორექტირება რეალობის გათვალისწინებით, სწორედ ამგვარი ქმედება მიგიყვანთ წარმატებამდე. გათავისუფლდით ილუზიებისგან და აღიარეთ შეცდომები საკუთარ თავთან.

თხის რქა

თავი შეიკავეთ კამათისა და კონფლიქტური სიტუაციებისგან. თქვენი ქმედებიდან გამომდინარე შესაძლოა მოგიწიოთ თავის მართლება. თავი ხელში აიყვანეთ და იფიქრეთ მომავალზე, ნუ გაართულებთ სიტუაციას.

მერწყული

მოერიდეთ უხეშობასა და პირდაპირობას, გადაწყვეტილების მიღებისას თუ განხილვისას იყავით უფრო მოქნილი და დიპლომატიური. იფიქრეთ გარშემომყოფთა გრძნობებზეც და დარწმუნებული იყავით, რომ სწორედ გაგიგებენ და მხარში დაგიდგებიან.

თევზები

შესაძლოა დღეს გამჟღავნდეს რაიმე დაფარული. ეს შესაძლოა იყოს წარსულში გასაიდუმლოებული საქმე ან სხვების მიერ შეგნებულად დამახინჯებული ამბავი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით.

კომენტარები

სხვა სიახლეები