ვერძი
ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკურლებების დადებისა და მოლაპარაკებებისაგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე ოჯახის ბიუჯეტს.
კურო
შესაძლოა დახმარებისთვის მოგმართონ ან მანიპულაციის გზით თავი შეგაცოდონ, ნურაფერს მოიმოქმედებთ ნაჩქარევად და გაუაზრებლად, რადგან თქვენმა გულმოწყალებამ შესაძლოა ახალი პარაზიტები გაააქტიუროს.
ტყუპები
მიენდეთ ცხოვრების დინებას და თამამად მიჰყევით გულისკარნახს, დარწმუნებული იყავით, რომ იგი სწორედ იმ ნაპირთან, სწორედ იმ ადგილას მიგიყვანთ, სადაც დღეს ყველაზე სასურელი და საჭირო ხართ.
კირჩხიბი
გარდაუვალია კამათი სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკეთესიცაა, რადგან თავისთავად გამოჩნდება თქვენი უპირატესობა და ლიდერული საუკეთესო თვისებები. მთავარია დაიცვათ საზღვარი პირადსა და საქმიან სფეროს შორის.
ლომი
ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს პროფესიონალიზმსა და სამომავლო საქმიანობას, შეეცადეთ სიტუაცია ობიექტურად მიიღოთ, არანაირი ზედმეტი ჩაღრმავება ან შელამაზება არ არის საჭირო. მხოლოდ სიდინჯე და ობიექტურობა.
ქალწული
ნუ აჰყვებით უსიამოვნო ფიქრებს და ნებისმიერ გარემოებაში შეეცადეთ მართოთ თქვენი ემოციები, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი შედეგები და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და კამათს.
სასწორი
დღეს თქვენი წამოწყებები და პრეზენტაციები საკმაოდ ეფექტურად ჩაივლის, პროექტს რომელსაც წარადგენთ დიდი ინტერესი მოჰყვება და ხელმძღვანელობასაც შესაძლოა აზრი შეაცვლევინოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გაიზრდება თქვენი პოპულარობა.
მორიელი
ნუ დაკარგავთ ამ დღეს წვრილმან და უმნიშვნელო საქმეებზე, მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ თავი ნებისმიერი სირთულის სამეს გაართვათ და წარმატებით გადაჭრათ ყველა ამოცანა.
მშვილდოსანი
დღეს სჯობს თავი შორს დაიჭიროთ არაკეთილმოსურნეებისგან, თუმცა მათმა იერიშმა შესაძლოა თქვენამდე მაინც მოაღწიოს, თავდაჭერა და ზომიერება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ავტორიტეტი.
თხის რქა
სასურველია არ გარისკოთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ ფრთხილი ნაბიჯებით. ნელნელა გამოჩნდება რა უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოგიტანთ საქმეში, ახლა დროული კორექტივები უნდა შეიტანოთ თქვენს გეგმებში.
მერწყული
შესაძლოა სამსახურში გარკვეულ დაპირისპირებაში ჩაერთოთ და მოგიწიოთ პოზიციების დათმობა. ნუ გაჯიუტდებით და მშვიდობიანი გზებით შეეცადეთ პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც გგონიათ.
თევზები
ეს დღე სჯობს საკუთარ თავს მიუძღვნათ, მოერიდეთ კომუნიკაციებს, მართეთ ემოციები, თქვენი ენერგოტონუსი დასვენებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.