ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლისთვისაც 13 მარტის ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება- ასტროლოგის პროგნოზი

 

ასტროლოგი რამაზ გიგაური ხვალინდელ ახალმთვარეობაზე სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს. მისი თქმით, 13 მარტის ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება კირჩიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.

“13 მარტის ახალმთვარეობის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხვალ, თბილისის დროით 14:21 საათზე ახალმთვარეობა იქნება.
ეს ახალმთვარება თევზების ზოდიაქოში დაფიქსირდება და ბუნებრივია გაძლიერდება რეალობის არასწორად აღქმის, ილუზიის და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. მითუმეტეს, რომ მზესთან და მთვარესთან შეერთებაში იქნება ნეპტუნი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ზემოთ ნათქვამს.
ამიტომ 13-15 მარტის შუალედში სასურველია პრაქტიკულობის და პრაგმატულობის გამოვლენა. შექმნილი პერსპექტივები რეალურ ჭრილში უნდა დავინახოთ, რათა არ მოხდეს არასწორი დასკვნების გამოტანა.
კარგი დღეები იქნება ხელოვნებისთვის და ასევე ინტიუციური ადამიანებისთვის, რადგან გაძლიერდება ინტუიცია და მიხვედრილობის უნარი.

ინდივიდუალურ დონეზე: 13 მარტის ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მოსალოდნელია ამ ახალმთვარეობამ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდოს სათავე (მნიშვნელოვანი თემები იქნება კირჩხიბებისთვის: სასიყვარულო სფერო, ბავშვებთან დაკავშირებული სფერო, გართობა. მორიელებისთვის: უცხოეთი, უცხოელები, სწავლა, რწმენის გაძლიერება და ჰორიზონტის გაფართოება. თევზები: იმიჯის შეცვლა, ახალი ხედვა, ახალი ინიციატივების გამოვლენა).
შედარებით დისჰარმონიული იქნება ტყუპის, ქალწულისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (მათ სასურველია თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან).
დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალური იქნება (მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება რეზონანსული, ვისაც პირად ჰოროსკოპში თევზების ზოდიაქოს 22-ე, 23-ე და 24-ე გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული).

მუნდანურ დონეზე: ამ ახალმთვარეობის გავლენით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელი პარტნიორების კიდევ უფრო აქტიურად ჩარევა. მოსალოდნელია უცხოეთის სხვა კუთხითაც გააქტიურება ვიხილოთ.”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები