ვერძი
დასვენების, ენერგიის ახალი წყაროების მოძიების, მედიტაციის, წარსულის შეცდომებზე ფიქრისა და ანალიზის დღეა. ეს დღე ხელსაყრელია ერთობლივი ღონისძიებებისა და კოლექტიური დასვენებისთვისაც. სავარაუდოდ, მოულოდნელ ცნობას მიიღებთ. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის. ერიდეთ გადაღლას, რომელიც ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. მეტი ისეირნეთ და ივარჯიშეთ ჰაერზე.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაგეგმოთ და გაიაზროთ ყველა შემდგომი მოქმედება, რომელიც თქვენი მოღვაწეობის ფინანსურ მხარეს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. შესაძლოა, იმ ადამიანების გავლენა, ვისთანაც მუშაობა გიწევთ, ისეთი ძლიერი აღმოჩნდეს, რომ მათზე დამოკიდებული გახდეთ. შეინარჩუნეთ თავდაჯერება და ოპტიმიზმი. ახლობელი ადამიანების სიყვარული და მზრუნველობა უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.
ტყუპები
დაძაბული დღეა, რომელიც სასურველია, საკუთარ მიღწევებსა და წარუმატებლობაზე ფიქრს მიუძღვნათ. შესაძლოა, ნებისმიერმა აქტიურმა მოქმედებამ გარშემომყოფებთან კონფრონტაციამდე მიგიყვანოთ. თქვენი ემოციურობა და ახალი ადამიანების გაცნობის მიმართ ინტერესი შეიძლება უსიამოვნებების მომტანი აღმოჩნდეს, ამიტომ მაქსიმალურად შეზღუდეთ ურთიერთობა. ტყუპი ქალები ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს – ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს.
კირჩხიბი
ოჯახური პრობლემები ისევ მთავარ ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვან დანახარჯს მოითხოვს. კარგი დროა ოჯახთან ერთად ბუნებაში გასეირნებისთვის. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება და ბავშვებსაც გაახალისებს. მათთან ურთიერთობა პრობლემებს დაგავიწყებთ და გაგახალისებთ.
ლომი
ფინანსური წარმატებისთვის დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. პარტნიორებთან ურთიერთობა მცდარ მოლოდინებს გაგიჩენთ და შესაძლოა, იმედგაცრუებით დასრულდეს. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა ან მცდარი რჩევა, რომელიც შეცდომას ან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. ფრთხილად იყავით, ამ დღეს ტრავმის რისკი მაღალია.
ქალწული
უკიდურესად რთული და დაძაბული დღეა. მაღალია ტრავმის რისკი. შესაძლოა, გადაღლამ დეპრესია გამოიწვიოს, საკუთარი თავით უკმაყოფილებას კი ოჯახში კონფლიქტი მოჰყვეს. მიუხედავად თქვენი მცდელობისა, ოჯახში მატერიალური მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მაგრამ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყებას პრინციპულად და ენერგიულად შეუდგეთ და ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება.
სასწორი
გირჩევთ, ნაკლებად იაქტიუროთ, რადგან ამ დღეს მიზნის მიღწევა რთული იქნება. დაუგეგმავი ხარჯის გამო მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ერიდეთ ტრავმებს, მოწამვლას, მოტყუებასა და ქურდობას.
მორიელი
ფინანსური თვალსაზრისით ნეგატიური დღეა. გირჩევთ, მეტი ეკონომიურობა გამოიჩინოთ, რადგან დაუგეგმავი ხარჯი თქვენს საფულეზე აისახება. დიდია უბედური შემთხვევის ალბათობა. ერიდეთ რომანტიკულ თავგადასავლებს – ამას შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.
მშვილდოსანი
დაძაბული დღეა. პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით მოსალოდნელია წარუმატებლობა. დიდი ალბათობით, ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში დაგეგმილი საქმე სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. არახელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, შეთანხმებებისა და გარიგებებისთვის და მოლაპარაკებისთვის. ეცადეთ, ეს დღე საკუთარი ცხოვრებისეული შეცდომებისა და წარმატებების ანალიზს მიუძღვნათ და მაქსიმალურად შეზღუდოთ ურთიერთობა – სარკაზმულმა ლაპარაკმა შეიძლება დაგაზარალოთ.
თხის რქა
თხის რქა ქალებს ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს. მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობობა. გამორიცხული არაა, რომ ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ, უახლოეს მომავალში თქვენი მეუღლე გახდეს. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, რადგან მომატებულია ტრავმების რისკი. გადაღლილობამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ, ხოლო საკუთარი თავით უკმაყოფილების გრძნობამ დაუფიქრებელ ქცევამდე.
მერწყული
ცოდნის მიღების, ჭეშმარიტების შეცნობისა და სულიერი განწმენდის დღეა. თუ მოახერხეთ და თუნდაც ერთი უარყოფითი თვისებისგან გათავისუფლდით, ეს საკუთარ თავზე დიდი გამარჯვება და სრულყოფილების საწყისი იქნება. ამ დღეს ჩვეულზე მეტი მუშაობა მოგიწევთ.ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება.
თევზები
შემოქმედებითი უნარების გააქტიურების დღეა. შესაძლოა, ამ დღეს საზოგადოებამ გაგიცნოთ, როგორც ნიჭიერი რედაქტორი, მწერალი ან რეჟისორი. ოჯახური პრობლემები თქვენს ცხოვრებაში ისევ მთავარ ადგილს დაიჭერს და მნიშვნელოვან დანახარჯს მოითხოვს. გირჩევთ, ოჯახთან ერთად ბუნებაში გაემგზავროთ. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც წაადგება და ბავშვებსაც გაახალისებს.