2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ფხიზლად და ნუ დაიჯერებთ თქვენი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტებსა და პირფერობას, არის მოტყუების ალბათობა. ოჯახში შესაძლოა მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

კურო

ნუ აჰყვებით ილუზიებს, ნუ მოახდენთ სიტუაციის დრამატიზებას, ახლა ყოველმხრივ ეცადეთ ახლობლებთან და კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას.

ტყუპები

თქვენი იდეები და ჩანაფიქრი რეალობად იქცევა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა სოლოდურ მოგებას მოგიტანთ, ამაღლებული სადღესასწაულო განწყობა კი ყველას გულს გაახარებს ვინც თვენს ირგვლივ ტრიალებს.

კირჩხიბი

დიდი ალბათობით თქვენი უნარები და ქმედება სათანადო ყურადღებით დაფასდება უფროსობის მხრიდან, ელოდეთ სასიკეთო სიახლეებს როგორც კარიერულ ასევე პირად საკითხებში.

ლომი

სასურველია შეისწავლოთ რაიმე უჩვეულო, ახალი და არაორდინალური, რაც ხელს შეუწყობს თქვენს სწრაფ კარიერულ წინსვლას. ახლობლებისგან ელოდეთ სიურპრიზებს.

ქალწული

შესაძლოა ახალი საქმე დაიწყოთ ან სულაც სამსახური შეიცვალოთ და იპოვნოთ სწორედ ის სფერო, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.

სასწორი

იყავით უფრო თავდაჭერილი და არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს, ახლო მეგობარი დაგეხმარებათ ფინანსური საკითხების მოგვარებაში, ამგვარად აუცილებლად მიაღწევთ სასურველ მიზანს.

მორიელი

ნუ იქნები საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და მოუსმინეთ სხვების აზრზსა და რჩევებს, თუ რჩევას გაითვალისწინებთ, გააუმჯობესებთ ურთიერთობებს და მოიპოვებთ ახალ საჭირო კავშირებს.

მშვილდოსანი

სიახლეებით დახუნძლული დღეა. ელოდეთ ახალ საქმიან წინადადებას, რომელიც ფართოდ გაგიღებთ კარს ახალი შესაძლებლობებისკენ და სასიკეთოდ ასიახება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე.

თხის რქა

მოერიდეთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს, იყავით ურთიერთობებში ისეთივე ბუნებრივი, როგორიც რეალურად ხართ, მოიშორეთ ეჭვები, დაასრულეთ მომაბეზრებელი საქმეები და თამამად აიღეთ დამატებითი სამუშაო.

მერწყული

მნიშნელოვანი მოლაპარაკებები და შეხვედრები წარმატებას მოგიტანთ, ხელშეკრულებების დადება დღეს სასიკეთო იქნება, მაგრამ გულმოდგინედ გადაამოწმეთ ყოველი მცირე დეტალი, რადგან უზუსტობის და შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია.

თევზები

მოიძიეთ ახალი საქმიანი პარტნიორები და შეეცადეთ კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, ჯანსაღი აზროვნებითა და თავდაჯერებულობით მათზე კარგ შთაბეჭდილებებს მოხდენთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები