თურქული სერიალების – “ჩუქურისა” და “სიყვარული 101” – ის მსახიობებს covid19 დაუდასტურდა.
მსახიობების: იფექ ფილიზ იაზიჯი, ალინა ბოზი და ქუბილაი აქას დაინფიცირების გამო, სერიალების გადაღებები შეწყდა.
ინფორმაციას ამის შეახებ თურქული სერიალების ქართული “ფეისბუქ გვერდი” ავრცელებს.
“როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ალინა ბოზსა და ქუბილაი აქას დაუდასტურდათ კორონავირუსი.
ქუბილაი აქა მონაწილეობას იღებს სერიალ “ჩუქურში”, ხოლო ალინა ბოზი “სიყვარული 101”-ის მე-2 სეზონის გადაღების პროცესში იყო (აგრეთვე, ქუბილაოც). როგორც ცნობილი გახდა, “სიყვარული 101′-ის გადაღებები შეჩერდა, ხოლო “ჩუქურის” ქასთის ყველა წევრს ტესტირება ჩაუტარდა, ტესტებმა კი უარყოფითი შედეგი აჩვენა.
“სიყვარული 101” ის კიდევ ერთ ვარსკვლავს, იფექ ფილიზ იაზიჯსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი – ის, პარალელურად, მონაწილეობს ახალ სერიალ “ახალ სიცოცხლეში”, რომლის გადაღებებიც უკვე შეჩერდა.