როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი გვატყუებს – მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ თქვენ წყლის ნიშ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, ტყუ­ილს ინ­ტუ­ი­ცი­ით იგ­რძნობთ – მთელ სხე­ულს მო­ი­ცავს ეჭვი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ არის – მაგ­რამ თუ მი­წის, წყლის ან ჰა­ე­რის ნი­შა­ნი ხართ, კარ­გად და­აკ­ვირ­დით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას გი­ზი­ა­რებთ ან კი­თხვებ­ზე გპა­სუ­ხობთ.

როცა ვერ­ძი ტყუ­ილს ამ­ბობს, ცდი­ლობს მას მაქ­სი­მა­ლუ­რად რე­ა­ლუ­რი ელ­ფე­რი მის­ცეს, შე­სა­ბა­მი­სად დე­ტა­ლებ­ზე აკე­თებს აქ­ცენტს. მა­გა­ლი­თად, თუ ის გა­ტყუ­ებთ, რომ სამ­სა­ხურ­ში ბევ­რი საქ­მე აქვს, ჩა­მოთ­ვლის რა და­ა­ვა­ლეს, თი­თო­ე­ულ პუნ­ქტს რა დრო დას­ჭირ­დე­ბა და ვის უნდა და­ურ­ე­კოს.

თუ კუ­რომ გა­ნიზ­რა­ხა თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბა, თავს მო­გაჩ­ვე­ნებთ, რომ იმ­წუ­თას ფიქ­რობს თა­ვის სი­ტყვებ­ზე, მა­შინ როცა წი­ნას­წარ აქვს ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი და სცე­ნარ­ში შე­ტა­ნი­ლი. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ეც­დე­ბა, მისი სა­უბ­რის პრო­ცე­სი ხე­ლოვ­ნუ­რად არ მო­გეჩ­ვე­ნოთ, სი­ტყვე­ბი კი ყალ­ბად და და­ზე­პი­რე­ბუ­ლად.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ტყუ­პი ძა­ლი­ან ხში­რად იტყუ­ე­ბა – მე­ტიც, ერთ სა­ათ­საც ვერ გაძ­ლებს უტყუ­ი­ლოდ – მა­ინც შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ჭე­რა. ისი­ნი სიც­რუ­ეს თან ურ­თა­ვენ სი­მარ­თლეს ხუმ­რო­ბის ტო­ნით, რომ ნათ­ქვა­მის ეფექ­ტი გა­აძ­ლი­ე­რონ. მა­გა­ლი­თად:

– სად მი­დი­ხარ?

– და­ქალ­თან უნდა დავ­რჩე.

– მარ­თლა?

– აბა, კლუბ­ში ხომ არ წა­ვალ, ღა­მის გა­სა­თე­ნებ­ლად?

სწო­რად მიხ­ვდით, ტყუ­პი ზუს­ტა­დაც კლუბ­ში აპი­რებს წას­ვლას.

საკ­მა­ოდ რთუ­ლია მიხ­ვდეთ, რო­დის იტყუ­ე­ბა კირჩხი­ბი , რად­გან ის ნა­წი­ლობ­რივ სი­მარ­თლეს გე­უბ­ნე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ეკი­თხე­ბით:

– სად ხარ?

– ქუ­ჩა­ში.

თქვენ იფიქ­რებთ, რომ უბ­რა­ლოდ გა­რე­თაა და ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რომ სხვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩა­შია.

თუ ის­ტო­რია, რო­მელ­საც ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი გიყ­ვე­ბათ, ზედ­მე­ტად ლო­გი­კუ­რია და კარ­გად და­ვარ­ცხნილ თმას ჰგავს, ე.ი. გა­ტყუ­ებთ.

ლო­მე­ბი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი მა­ტყუ­ა­რე­ბი არი­ან. მათი ტაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სა­უბ­რეს ეჭვი შე­ა­ტა­ნი­ნო სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, როცა ცდი­ლობთ, და­უმ­ტკი­ცოთ, რომ მო­გა­ტყუ­ათ, ის შე­უ­რა­ცხყო­ფილ სა­ხეს იღებს და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი გე­კი­თხე­ბათ: “შენ მარ­თლა ფიქ­რობ, რომ მე მა­ტყუ­ა­რა ვარ?” “რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ასე­თი უნ­დობ­ლო­ბა?”

როცა ქალ­წუ­ლი იტყუ­ე­ბა, ის თვა­ლებ­ში არ გი­ყუ­რებთ და მზე­რას გა­რი­დებთ, ასე­ვე დის­ტან­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს თქვენ შო­რის, ძა­ლი­ან ახ­ლოს არ გიდ­გე­ბათ, თით­ქოს ეში­ნია, რომ მის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე რა­ი­მეს ამო­ი­კი­თხავთ.
როცა სას­წო­რი იტყუ­ე­ბა, სა­ხე­ზე შფოთ­ვა გა­და­ურ­ბენს ხოლ­მე ან მის თვა­ლებ­ში სინ­დი­სის ქენ­ჯნას შე­ნიშ­ნავთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს სძულთ ტყუ­ი­ლე­ბი.
მო­რი­ელს ტყუ­ი­ლის თქმა უწევს? მა­შინ სა­ერ­თოდ მო­ე­რი­დე­ბა იმ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე სა­უ­ბარს ან პირ­და­პირ გა­იქ­ცე­ვა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც უკირ­კი­ტებთ და თავს არ და­ა­ნე­ბებთ, ის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გი­პა­სუ­ხებთ.

მშვილ­დოს­ნე­ბი

მო­მენ­ტა­ლუ­რად იფიქ­რე­ბენ ტყუ­ილს და არას­დროს გეგ­მა­ვენ წი­ნას­წარ, ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სო ცრუ­პენ­ტე­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან.
თხის რქა ტყუ­ი­ლის შემ­დეგ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხდე­ბა. ეს თით­ქოს კომ­პენ­სა­ცი­აა იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ უსა­მარ­თლოდ მო­გექ­ცათ და სი­მარ­თლე და­გი­მა­ლათ.

მერ­წყულს

თა­ვა­დაც სჯე­რა ტყუ­ი­ლის, რო­მელ­საც გე­უბ­ნე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად ძა­ლი­ან რთუ­ლია მისი გა­მო­ჭე­რა. სიც­რუ­ი­სას ის თი­თებს იტ­კა­ცუ­ნებს ან მყარ ზე­და­პირ­ზე ამოძ­რა­ვებს მათ. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლოა შე­ე­ხოს თა­ვის ცხვირს ან თმას.
თუ თევ­ზე­ბი ტყუ­ი­ლის თქმას აპი­რებს, თა­ნა­მო­სა­უბ­რეს მტარ­ვა­ლად გა­მო­იყ­ვანს, თა­ვად კი მსხვერ­პლად იქ­ცე­ვა, რომ მის თა­ნაგ­რძნო­ბის უნარ­სა და სინ­დი­სის ქენ­ჯნა­ზე ითა­მა­შოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები