22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თითქმის დავიწყებული სულიერი სიმშვიდე კმაყოფილებას მოგანიჭებთ. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, კარგი იქნება, თუ ხანმოკლე მოგზაურობაში წახვალთ. ამ დღეს სახლისა თუ სამსახურის საქმეები ნაკლებად ეფექტური იქნება. შეგიძლიათ, გაერთოთ, მაგრამ ზომიერად – ამან შეიძლება მომავალში ძალიან დაგაზარალოთ.

კურო
კუროებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ზვავის ჩამოწოლა, რასაც შეიძლება ალპინისტებისა და გამოუცდელი ექსტრემალების დაღუპვა მოჰყვეს. აგვისტოს შუა რიცხვებამდე ცივ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავება ჯობს, სანამ ყინულოვანი მასები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ტყუპები
დღის მეორე ნახევარში სიმშვიდისკენ განეწყობით, როცა ხმაურიანი გართობა არც თავისი არსით და არც ფორმით არ მოგხიბლავთ. ამჟამად ახალი საქმეების წამოწყება არ ღირს, რადგან სიტუაციის ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლიათ.

კირჩხიბი
უდიდესი სურვილის მიუხედავად, რომ გიყვარდეთ და საყვარელი ადამიანი გერქვათ, შესაძლოა, მარტოობაში აღმოჩნდეთ, რადგან გამუდმებით გეჩვენებათ, რომ ადამიანი, რომელიც თქვენს მოხიბვლას ცდილობს, ის არაა, ვისაც ელით. გახსოვდეთ, სიყვარული მხოლოდ გულით იცნობა, მაგრამ ამისთვის გულის კარი უნდა გააღოთ.

ლომი
სხვა ადამიანების ფიქრებისა და გრძნობების ამოცნობა შეგიძლიათ. განსაკუთრებული ნდობით სარგებლობთ და ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას საჭირო ტონს არჩევთ. მშვენიერი დროა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების დასალაგებლად. გამონახეთ დრო მეგობრებისთვისაც და თავს ნუ აარიდებთ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ქალწული
ოჯახური ფასეულობები თქვენთვის უმთავრესია, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და საკუთარ პრობლემებს ახლობელ ადამიანებს ნუ მოახვევთ თავს. გახსოვდეთ ზომიერების გრძნობა და უსმინეთ შინაგან ხმას. თუ რაღაც გაეჭვებათ, კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

სასწორი
დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეების შესრულება მოგიწევთ. მსუბუქი ხასიათის დამსახურებით ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ. პრაქტიკულობას, სავარაუდოდ, ვერ გამოიჩენთ, ეს თვისება თქვენში არ ზის. თქვენ საკუთარი მეთოდები გაქვთ.

მორიელი
ხვალ პასიურად დაისვენებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კინოფილმებს უყუროთ ან წიგნები წაიკითხოთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ წყალთან ურთიერთობა, ამიტომ გაათამამეთ საკუთარი თავი ცხელი წყლის აბაზანებით ზღვის მარილით ან ბალახებით. თუკი დაბალი წნევა გაწუხებთ, უარი თქვით ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვაზე.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ხვალ ძალზე კომუნიკაბელური იქნებით, ამიტომ სხვადასხვა ტიპის კონტაქტები, ინფორმაციის გაცვლა და რომანტიკული შეხვედრები ეფექტური აღმოჩნდება. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იყოთ თავდაჯერებული და მიზანდასახული.

თხის რქა
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ კანს, რადგან, ასაკთან ერთად, სოკოვანი დაავადებების საფრთხე იზრდება. მოერიდეთ აუზზე სიარულს, საზოგადოებრივ აბანოებსა და საუნებში ვიზიტს ან მიიღეთ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.

მერწყული
ახლობელი ადამიანების წყალობით თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ. საოჯახო საქმეებში ნაკლებად ჩაერთვებით. მოემზადეთ გაზაფხულთან შესახვედრად. შექმენით სამუშაო გეგმები, რომელთა შესრულება გსურთ. გარკვეული იდეების განხორციელებას შეგიძლიათ, ხვალიდანვე შეუდგეთ.

თევზები
ვარსკვლავების პოზიტიური გავლენა ბიზნესმენ თევზებს კარგ მოგებას ჰპირდება, ხოლო თუკი მაღაზიებში წასვლას გადაწყვეტთ, წარმატებული შოპინგი გელოდებათ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგების შანსი გეძლევათ. ასე რომ, ნუ გაუშვებთ ხელიდან შესანიშნავ შესაძლებლობებს. ეს დღე იდეალურია საოჯახო საკითხებზე სასაუბროდ.

კომენტარები

სხვა სიახლეები