წლების განმავლობაში იცვლება მოდა, ჩაცმის სტილი და იცვლებიან ადამიანებიც. მითუმეტეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ჩარევით მარტივი გახდა გარეგნობაში ამა თუ იმ ცვლილების შეტანა. წარმოგიდგენთ ქართველ “სელებრითებს”, რომლებმაც წლების მანძილზე გასაოცარი ცვლილება განიცადეს და ბევრად უფრო დახვეწილნი და მომხიბვლელნი გახდნენ.
ნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი არის ქართველი პროფესიონალი მოდელი, სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრიდან“. პირველი ვიცე-მის საქართველო 2009. მიიღო მონაწილეობა მის სამყარო 2010-ში. დღესდღეობით იგი ულამაზეს ქალად ითვლება, თუმცა ინტერეტში გავრცელებული ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან გაიკეთა რინოპლასტიკა (ცხვირის ოპერაცია) და საგრძნობლად დაიკლო წონაშიც.
სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში – GITIS და მუსიკალურ აკადემიაში – GNESINY. როგორც ხედავთ მომღერალმა შეიცვალა თმის ფერი, წარბის ფორმა და ბევრად უფრო დახვეწილ და ლამაზ ქალად იქცა.
გიორგი ვარდოსანიძე
ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, თამაშობს თეატრში, მონაწილეობს სერიალში, იღებენ მხატვრულ ფილმში, გახლავთ ტელეწამყვანიც. როგორც ხედავთ მისი იმიჯიც რამდენადმე შეცვლილია.
ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. წლების წინ იგი მუშაობდა კურიერის კორესპონდენტად, დღესდღეობით კი მას თავისი საავტორო გადაცემა “ნანუკას შოუ” მიჰყავს. წლების განმავლობაში ის უფროდაუფრო დაიხვეწა. გაიღიავა თმა და დღემდე აკონტროლებს წონას.
ნინა წკრიალაშვილი
ქართველი მომღერალი და ფოტომოდელი ნინა წკრიალაშვილი დღესდღეობით აქტიურაადაა ჩართული ქართულ შოუბიზნესში. მისი გადიდებული ტუჩები და დაპატარავებული ცხვირი ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება, თუმცა ყველა დამეთანხმება, რომ მისი გარეგნობა უკეთესობისკენაა შეცვლილი.
კახი კალაძე
კახი კალაძე ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია. 2012 წლიდან იგი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია. კახი კალაძემ შეიცვალა იმიჯი: მოუშვა წვერი და შეიცვალა ვარცხნილობა. ბევრს საუბრობენ მის ლამბერსექსუალობაზეც.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი ქართველი მომღერალი და მსახიობია. მას პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, მაგრამ სტილი შეიცვალა და დაიხვეწა. ნინი გათხოვდა, ქმარსაც გაშორდა და პატარა ქალიშვილი, ელენეც ჰყავს.
ქეთა თოფურია
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტია. ქეთამ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, შეიცვალა იმიჯი და ბევრად უფრო დახვეწილ ქალად იქცა.
გიორგი ყიფშიძე
გიორგი ყიფშიძე ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. როგორც ხედავთ მან იმიჯი შეიცვალა. ასევე წონაში მოიმატა, რაც ძალიან მოუხდა.
შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. დღესდღეობით ის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება საქართველოში. როგორც თავად შორენა ამბობს პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია, თუმცა თავად განსაჯეთ.
ანრი ჯოხაძე
ანრი ჯოხაძე ცნობილი ქართველი მომღერალია. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის “ევროვიზია”-ზე, სიმღერით – “I am jocker”. წლების განმავლობაში მან წონაში მოიმატა და ძალიან შეიცვალა.
წყარო: http://ww.dainteresdit.ge/