BAFTA 2020 –-ის წითელ ხალიჩაზე არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები მათ ჩაცმულობასა და გარეგნობას განსაკუთრებით აკვირდებოდნენ. თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღება კემბრიჯის ჰერცოგინიამ, 38 წლის ქეით მიდლტონმა მიიპყრო, რომელმაც წითელ ხალიჩაზე ალექსანდრე მაკქუინის თეთრი კაბით გამოჩნდა.
მას ასევევ ჯიმი ჩუს 525 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ბოლო 4 წელია ტრადიციად აქციეს BAFTA–ს დაჯილდოებაზე სტუმრობა და ისინი ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრების სიაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ქეითს იგივე კაბა 2012 წელს მალაიზიაში სტუმრობისას, ერთ–ერთ მიღებაზე ეცვა.