9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს – რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ატროლოგიური ტენდენციების შესახებ საუბრობს:
“9-16 დეკემბერის პერიოდში შესაძლოა მოულოდნელი, აქამდე დაფარული/ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გამჟღავნდეს. მე ვფიქრობ, რაღაც თემას ”გრიფით საიდუმლოც” კი შეიძლება რომ ახლა მოეხსნას და გასაჯაროვდეს. სენსაციური იქნება ეს თუ სკანდალური, ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ (უფრო სწორედ კი მოვისმენთ).

რა განაპირობებს ამას?
საქმე ისაა, რომ ტრანზიტულ მერკურს არ ექნება ასპექტები სხვა პლანეტებთან. ეს კი ნიშნავს, რომ მას აღარაფერი ზღუდავს, აღარაფერი აკავებს. ცენზურა მოხსნილია. და ვინაიდან ამ რიცხვებში მერკური მშვილდოსნის ზონას გადის, სავარაუდოდ, ეს ამბები კვლავ რელიგიის თემატიკას წამოატივტივებს. ან შესაძლოა იურისპრუდენციის მაღალ იერარქიულ პირთა შესახებაც შევიტყოთ რამე. თუმცა ინფორმაცია რომ ცალსახად ქართული იქნება, ამასაც ვერ დავიჟინებ – მშვილდოდსანი უცხოეთთანაც არის კავშირში.

16-ში მერკურის უასპექტობა სრულდება, თუმცა შეღავათს არც ახლად ჩართული ასპექტი მოიტანს. ვინაიდან ამჯერად ნეპტუნი გაუკეთებს კვადრატურას მერკურს, რომელიც კლასიკური მაჩვენებელია ტყუილების, აფერისტობის, თვალთმაქცობის, ილუზიების… პიკი უწევს 20 დეკემბერს და 22-ში საბოლოოდ ამოიწურება.

ეს მოვლენები აშკარად გვამზადებენ 26 დეკემბრის მზის დაბნელებისათვის. რას მოიტანს ეს ეკლიფსი? ამაზე ცალკე, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ…”

წყარო:http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები