9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ ეცდებით გარშემო მყოფების გადაკეთებას, უმჯობესია საკუთარი მავნე ჩვევებისა და სიტუაციის გამოსწორებაზე იზრუნოთ. გათავისუფლდით ძველი ნივთებისა და არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.

კურო
უძრავი ქონებისა და მემკვიდრეობის გამო მოერიდეთ კამათს ნათესავებთან. ყველაფერი მშვიდად და დიპლომატიურად მოაგვარეთ. თავად კი ნუ გამოარჩევთ შვილებს. ეცადეთ, მზრუნველობა და სიყვარული ყველას თანაბრად გაუნაწილოთ.

ტყუპი
სამსახურის საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ვარსკვლავები გამარჯვების შანსს გაძლევენ და ისარგებლეთ.

კირჩხიბი
ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. გადაეწყვეთ ”ახალ ტალღაზე” და აუცილებლად გაგიმართლებთ.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დიდი ხნის ვალი დაიბრუნოთ, ან თავად გაისტუმროთ კრედიტი. ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზედმეტად ნუ ენდობით მათ და აკონტროლეთ კიდეც.

ქალწული
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რომ არ ჩაერიოთ კონფლიქტში. გახსოვდეთ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ნუ ეცდებით გარშემო მყოფთათვის ცხოვრების სწავლას, მათ თქვენს ჭკუაზე ტარებას.

სასწორი
მთავარია, მოინდომოთ და რთულ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს და დასახულ მიზნებსაც მიუახლოვდებით.

მორიელი
კარგი დღეა საკუთარი ბიზნესის გაფართოება-დაწყებისთვის; ფულის დასაბანდებლად. ზოგიერთს საზღვარგარეთ შესთავაზებენ მუშაობას, კვალიფიკაციის ამაღლებას.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და პრობლემების რეალურად მოგვარება დაიწყეთ. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, დაწყებული პროექტების დასასრულებლად.

თხის რქა
არაკეთლმოსურნეები და კონკურენტები ვერაფერს დაგაკლებენ. მუშაობისას გამოავლინეთ ხასიათის საუკეთესო თვისებები: დაკვირვებულობა, შრომისმოყვარეობა, საიმედოობა და პრინციპულობა

მერწყული
დღეს დროში შეზღუდული იქნებით და უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაფრთხილდით, შეიძლება ჭორების მსხვერპლი გახდეთ და ეცადეთ, ღირსეულად გამოხვიდეთ სიტუაციიდან.

თევზები
მატერიალურ პრობლემების მოგვარებას მეგობრებისა და გავლენიანი კოლეგების დახმარებით შეძლებთ. კარგი დღეა ინტელექტუალური და სულიერი განათლების მისაღებად.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები