9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მოგინდებათ. თამამად იმოქმედეთ. კარგი დღეა ჯანმრთელი ცხოვრების წესის დასაწყებად. ახალი პროექტების განსახორციელებლად.

კურო
სამსახურის საქმეები დადებით შედეგს მოგიტანთ. წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთს დაწინაურება ელის; ზოგს ძველ შეყვარებულთან ურთიერთობის აღდგენა.

ტყუპი
თანამოაზრეებთან და საყვარელ ადამიანთან შეხვედრები სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. ზოგიერთს საინტერესო საქმიანობას შესთავაზებენ.

კირჩხიბი
ახალი საქმეების დაწყების და იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. დღეს გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდებიან. წარმატება გელით სარისკო საქმიანობაშიც კი.

ლომი
წარმატებული დღე ელით საქმიან და პოლიტიკოს ნიშნებს. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და
ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ქალწული
წარმატებით მოაგვარებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს. როგორც საქმიან, ასევე პირად სფეროსთან დაკავშირებულს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან.

სასწორი
ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. და თითოეულ პროექტს წარმატებით გაართმევთ თავს. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად და კომერციული საქმიანობისთვის.

მორიელი
შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და დაიწყეთ კრეატიული იდეების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობა

მშვილდოსანი
გავლენიანი მეგობრების დახმარებით მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ და კარიერული წინსვლაც გელოდებათ. საღამოს დასვენების დროც დაგრჩებათ.

თხის რქა
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაიწყეთ ახალი პროექტების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

მერწყული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და პარტნიორებთან. კარგი დღეა სარეკლამო აქციებში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, საჯარო გამოსვლისა და კონსულტაციისთვის.

თევზები
მოულოდნელი და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საქმეების მიუხედავად საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები