9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენთვის მთავარი პრობლემაა – სად იშოვნოთ ფული. საღამოს სტუმრად წასვლაზე იფიქრეთ ან საყვარელი ადამიანები შინ დაპატჟეთ.

კურო
დღევანდელ დღეს ენდეთ ინტუიციას და ბევრ საქმეს მარტივად და თქვენთვის სასარგებლოდ გადაწყვეტთ. ჰარმონიას მხოლოდ საკუთარ თავთან მიაღწევთ.

ტყუპები

სამსახურებრივ და ოჯახურ საქმეებს აქტიურ დასვენებასა და თავგადასავლებსაც ჩინებულად შეუხამებთ.

კირჩხიბი

წარმატებული დღე გრძელდება. ეცადეთ, წარმოქმნილ პრობლემებს იუმორით შეხედოთ და მარტივად გადაწყვიტოთ. ოჯახური ფასეულობები წინ წამოსწიეთ. საყვარელ ადამიანთან იდეალურ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.

ლომი

დღე კარგია, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შესაძლებელია კუჭნაწლავის პრობლემის წარმოქმნა. თქვენი კომუნიკაბელურობა გამოიყენეთ მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან შეხვედრისათვის. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს.

ქალწული

საშუალება მოგეცემათ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. გახსოვდეთ, ამ დღეს კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანია. იფრთხილეთ, თქვენი მოტყუების ალბათობა დიდია. დღეს, ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ.

სასწორი

წარმატება გელით როგორც საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. სასიყვარულო თავგადასავლები სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ.

მორიელი

დღეს თქვენ დაამყარებთ ახალ საქმიან კავშირებს, ამ კავშირებიდან ზოგი თქვენთვის სახარბიელოდ წარიმართება და ზოგი მეგობრობაში გადაიზრდება. აჩვენეთ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან.

მშვილდოსანი

დამშვიდდით, ოჯახურ პრობლემებს მიხედეთ. საღამო შესანიშნავად ჩაივლის. წინ სიყვარულით, შემოქმედებითა და დასვენებით ტკბობა გელით.

თხის რქა

მოსალოდნელია დღეს მოგიწიოთ ურთიერთობა ისეთ ხალხთან, რომლებსაც მედიცინასთან აქვთ კავშირი. ფინანსური ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ფული გაფლანგოთ.

მერწყული

დღეს ნებისმიერ საქმეს მიუდგებით ვალდებულების მიზნით, რითაც ვერ მიიღებთ სიამოვნებას. თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც ყოველთვის არის კარგი მოსაუბრე და კარგი მეგობარი. თქვენი პირადი ცხოვრება უხალისოდ მიდის.

თევზები

დაუფიქრებელი ნაბიჯი შემდგომში სანანებელი გაგიხდებათ, ამიტომ ყოველი თქვენი ნაბიჯი კარგად გათვალეთ და ისე იმოქმედეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები