7 ნივთი, რომელთა საჩუქრად მიღებაც უბედურებას მოასწავებს

ეზოთერიკოსები თვლიან, რომ არსებობს ე.წ. “აკრძალული საჩუქრების შავი სია”, ანუ ნივთები, რომელთა საჩუქრად მიღებაც არამც და არამც არ შეიძლება. იმიტომ რომ ისინი, ადამიანის ცხოვრებაში ნეგატიური ენერგეტიკის შემოტანის მიზეზი ხდებიან.

დანა (მაკრატელი) – ან ნებისმიერი ბასრი საგანი, აუცილებელია, რომ ადამიანმა თავად შეიძინოს. მისი ჩუქება ჩხუბსა და კონფლიქტს მოასწავებს.

საათი – საათი დროის სიმბოლოა. თუმცა მას აქვს თვისება – ხანდახან ჩერდება. ამიტომ მჩუქებელსა და მიმღებს შორის, ურთიერთობა შესაძლოა ლიმიტირებული იყოს და ოდესმე სამუდამოდ დასრულდეს.

საფულე – ცარიელი საფულის ჩუქებას სხვისთვის, შესაძლოა თან თქვენი ფინანსური იღბალიც გაყვეს. ამიტომ თუკი მაინც გადაწყვიტეთ ვინმეს მსგავსი საჩუქარი გაუკეთოთ, აუცილებლად ჩადეთ მასში სიმბოლურად ერთთეთრიანი მონეტა.

ცხვირსახოცი – ცხვირსახოცი ცრემლთან და დარდთან ასოცირდება. მიჩნეულია, რომ მისი ჩუქებით ადამიანის ცხოვრებას ნეგატივზე აპროგრამებთ.

მარგალიტის სამკაული – ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ქვა ქვრივობის, ავადმყოფობის და ცრემლების სიმბოლოა.

სარკე – განსაკუთრებით თუ იგი ანტიკვარულია, ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც მჩუქებელზე, ისე მიმღებზე. მიჩნეულია, რომ სარკეს მფლობელის სასიცოცხლო ენერგია მიაქვს.

ხელთათმანი – იგი ადამიანებით მანიპულირების სიმბოლოა. ამიტომ მისი მიღებით საჩუქრად, მჩუქებელს თქვენზე ემოციურად მანიპულირების საშუალებას აძლევთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები