7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დადგა დრო გეგმების შედგენას თავი დაანებოთ და დაიწყოთ ცხოვრებაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოქმედების დროა, აიღეთ ინიციატივა და წინ! ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

კურო

შესაძლოა დღე შეცდომების გამოსწორებას მიუძღვნათ, იქნება ეს საყოფაცხოვრებო საკითხები, სამსახურეობრივი ურთიერთობები ან უფრო გლობალური რამ, გარდა იმისა, რომ სიმძიმეს მოიცილებთ მხრებიდან, ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდება.

ტყუპები

ნუ იქნებით ძალიან კატეგორიული პარტნიორთა და გარშემომყოფთა მიმართ და ნუ შეეცდებით სამართლიანობის სახელით რისხვა დაატეხოთ ყველას, ვინც დაგიპირისპირდებათ, შეეცადეთ გონივრულად და მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.

კირჩხიბი

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარატებას მიაღწევთ მხოლოდ გულწრფელობით და პირდაპირი გზებით. მკაფიოდ და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზანი და დარმმწუნებული იყავით იმაში, რომ ყველა კარს გააღებთ.

ლომი

იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, საჭიროა სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები და მიმდევრობით შეუდგეთ მათ განხორციელებას. რამდენიმე საქმესთან ერთდროულად გამკლავება შეიძლება ვერ შეძლოთ, მხოლოდ გადაიღლებით და დროს ფუჭად დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა თქვენმა გაუაზრებელმა ნათქვამმა ვინმე გაანაწყენოს. კარგად დაფიქრდით და შემდეგ ემოციების გარეშე ჩამოაყალიბეთ სათქმელი, რათა შემთხვევით არ გათქვათ სხვისი საიდუმლო ან უხეშად არ მიახალოთ ვინმეს მტკივნეული სიმართლე.

სასწორი

იყავით ფრთხილად ურთიერთობებში და თავი შეიკავეთ ახლობლებთან, მტკივნეულ თემებზე ლაპარაკისგან. ამგვარი ქმედებით უფრო მეტად გაამწვავებთ პრობლემებს.

მორიელი

მოერიდეთ კონფლიქტურ და ნეგატიურ ადამიანებს, მოუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკას, ენერგო-ტონუსიდაქვეითებულია და მარტივად გამოიფიტებით. უსიამოვნო სიტუაციას უხმაუროდ მოშორდით.

მშვილდოსანი

სასურველია თავი შეიკავოთ სპონტანურობისა და იმპროვიზაციისგან და იმოქმედოთ მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით. გაბედული ნაბიჯები და გონივრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

თავი შეიკავეთ უხეში გამონათქვამებისა და პირდაპირობისგან. სასურველია მოჭარბებული ენერგია სასიკეთო საქმეს მოახმაროთ, ნუ ატკენთ გულს ახობლებს კრიტიკული შენიშვნებით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენსავით არ ფიქრობენ.

მერწყული

დღეს კარგ სამსახურს გაგიწევთ იუმორის გრძნობა. განსაკუთრებით ოჯახურ გარემოსა და მეგობრებთან. ასე თავიდან აიცილებთ განხეთქილებას და უსიამოვნო სიტუაციებს.

თევზები

დიდია კამათისა და დაპირისპირების ალბათბა, როგორც არ უნდა შეეცადოთ და რა მყარი მტკიცებულებებიც არ უნდა გქონდეთ დღეს გაგიჭრდებათ გამარჯვების მოპოვება. დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.

კომენტარები

სხვა სიახლეები