„7 მაისს კონფლიქტს მოვერიდოთ, ეს ნეგატიურ, კარმულ დარტყმას მოგვაყენებს“ – მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე

ქართველი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე, ტრადიციულად, „იმედის დილაში“ საუბრობს. იგი ზოდიაქოს ნიშნებს 7 მაისს კონფლიქტებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან ამ დღეს სავსემთვარეობაა:

“მიმდინარე კვირის პირველი ნახევარი ცოტა უფრო რთულია. დაკავშირებულია 7 რიცხვთან, ხუთშაბათთან, სავსემთვარეობასთან. თან მორიელი–კუროს ზოდიაქალურ ღერძზე ხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება, რაც ითხოვს ყურადღებას. სავსემთვარეობაზე მანდილოსნები განსაკუთრებით გაღიზიანებულები ხდებიან, კონფლიქტების ტენდენცია მაღალია და ჩემი თხოვნაა, მაქსიმალურად მოვერიდოთ 7–ში კონფლიქტს იმიტომ, რომ ეს შემდეგ ძალიან ნეგატიურ, კარმულ დარტყმას მიაყენებს თითოეულ ჩვენგანს. 7–ის მერე სიტუაცია დაიწყებს გაუმჯობესებას, დედამიწაც გადავა დადებით ენერგოველში და პოზიტიური ტენდენციები მოიმატებს“, – აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები