ფილმები, რომლებიც თქვენზე გადაიღეს – კინოასტროპროგნოზი

ზოგჯერ უყურებ ფილმს და გეჩვენება, რომ ის თქვენზეა გადაღებული. ვნახოთ, რომელი როლი შეგესაბამებათ თქვენ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი – “მოკალი ბილი”

1


სასტიკი ფილმი ვერძებზე. მასაც შეუძლია ნაწლავები გადმოაყრევინის ნებისმიერს, ვინც მისი საკუთრების მითვისებას შეეცდება.

კური – “მსუბუქი ყოფაქცევა”

1


გაწონასწორებული კურო ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. ბევრს ითმენს მერე კი უკანმოუხედავად მიდის.

ტყუპი – “ვიკი კრისტინა ბარსელონა”

1


ტყუპი სხვადასხვა როლს ირგებს. მას ერთფეროვნება ღლის.

კირჩხიბი – “ბორტს მიღმა”

1


უკვდავი საოჯახო კომედია კირჩხიბებზე. მზრუნველი დედა, რომელიც მილიონებს შვილიშვილებსაც შეუნახავს.

ლომი – “სექსი დიდ ქალაქში”

1


“მომწონს, როცა მამაკაცები აღიარებენ, რომ მათზე ჭკვიანი ვარ, რადგან სინამდვილეშიც ასეა”. ლომი ქალი უნიკალური, ყველაზე და ყველაფერში საუკეთესო.

ქალწული – “ტურისტი”

1


მთელი ცხოვრება გაწერილი აქვს. უცხო ენას თუ სწავლობს ყველა დიალექტის გათვალისწინებით და ამასთანავე, შავი ქამრის მფლობელიცაა.

სასწორი

– “ეშმაკს აცვია პრადა”

1


არ უყვართ მელანქოლია და უჭირთ არჩევანის გაკეთება. განსაკუთრებით, თუ მკაცრი თხის რქა ჰკარნახობთ წესებს, ყველაფერს უკუღმა გააკეთებენ.

მორიელი – “ძირითადი ინსტინქტი”

1


სკანდალური ეროტიკული თრილერის გმირია. ნუ ეცდებით მათი გამოცანის ამოხსნას, მათ გადაკეთებას.

მშვილდოსანი – “ჩარლის ანგელოზები”

1


თავისუფლად შეუძლია ვიღაცის ცხოვრება ააფეთქოს, მერე კი შეიცხადებს, ეს რა მოგსვლიაო.

თხის რქა – “მატრიცა”

1


მან კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს, მის გარდა სხვა ვერ შეძლებს. ერთხელ არჩეული გზიდან არადროს გადაუხვევს.

ვერძი – “შოკოლადი”

1


იცის რას აკეთებს, მას უამრავი რჩევის მომლოდინე დაჰყვება უკან, მის გვერდით ყველა უშიშარი ხდება.

თევზები – “დრაკულა”

1


მორჩილად ელოდება, ვინ გაიმარჯვებს სისხლისმღვრელ ბრძოლაში, რათა მას აჩუქოს თავისი გული.

წყარო:http://www.marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები