6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა ხელფასის დაგვიანების, პრობლემების ან ძვირად ღირებული შენაძენის დამსახურებაა. ასეა თუ ისე, ამ პერიოდში შემოსავალს გასავალი სჭარბობს. ეკონომიის გაწევას აჯობებს, შემოსავლის ახალი წყარო ეძებოთ.

კურო
პროფესიულ საქმიანობაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, რადგან კოლექტივში არასამუშაო განწყობა სუფევს. გირჩევთ, ინტრიგებში არ ჩაებათ და უსაფუძვლო საუბრებს მოერიდოთ.

ტყუპები
ცხოვრება რამდენიმე გაკვეთილს ჩაგიტარებთ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გაქვთ, ზოგიერთი თქვენი იდეა და გეგმა რეალობას მოწყვეტილია. ვისაც კეთილდღეობის მოპოვება სურს, ბარიერების დაძლევაც უნდა შეეძლოს და მიზნის მიღწევისთვის არაფერი დაიშუროს.

კირჩხიბი
კარგი დღეა ბიზნესის განვითარების, სახელოვნებო პროექტებისა და სპორტული შეჯიბრებებისთვის. თქვენი შრომისმოყვარეობა ბიზნესის განვითარებაზე სასიკეთოდ აისახება და დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ყურადღებით გაეცანით საბუთებს. ამ დღეს ფინანსური ოპერაციები წარმატებული იქნება.

ლომი
ამ დღეს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობები მყარი და ხანგრძლივი იქნება. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. შესაძლოა, მხოლოდ თანამოაზრეები კი არა, სპონსორებიც გამოგიჩნდნენ. საიმედო პარტნიორებთან ერთად შეიძლება ერთობლივი ბიზნესის დაწყებაზე იფიქროთ.

ქალწული
ამ დღეს ცხოვრებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უყურებთ და ნებისმიერ შემთხვევითობას აღიქვამთ როგორც სიტუაციას, როცა გარკვეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. ნურავის მოახვევთ საკუთარ გადაწყვეტილებას თავზე, მაგრამ რთულ სიტუაციაში მტკიცე პოზიცია დაიკავეთ.

სასწორი
თუ ძალიან მოინდომებთ და საკუთარი თავის რწმენა გექნებათ, ეს დღე ავადმყოფობის დასასრულისა და გამოჯანმრთელების დასაწყისი შეიძლება გახდეს.

მორიელი
შესაძლოა, საზღვარგარეთ სწავლის შანსი გაგიჩნდეთ. არც ის არის გამორიცხული, რომ სასწავლებელში რაღაც საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდეთ და გავლენიანი ფიგურა გახდეთ. ამ წელს სწავლაში წარმატება გარანტირებული გაქვთ.

მშვილდოსანი
ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი სექსუალურობა, ინტუიცია და სახელოვნებო უნარები. გაუმჯობესდება ცოლქმრული ურთიერთობები და ეფექტურად შეძლებთ საკუთარი ენერგიის გამოყენებას. გახსოვდეთ, საკუთარი ბედის გამგებელი თავად ხართ, ამიტომ შესაძლებლობები ჭკვიანურად გამოიყენეთ. ეს წარმატების გასაღები გახდება.

თხის რქა
ორიგინალური იდეებით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ, ხელოვნებით დაკავდეთ. თქვენგან მშვენიერი ლიტერატორი, პედაგოგი ან პოლიტიკური მოღვაწე დადგებოდა. ამ დღეს წარმატება გელით მარკეტინგსა და ვაჭრობაში. სამუშაო პროცესში აქტიურობა, ახალი იდეები, პირადი ინიციატივები და ბევრი მოთმინება დაგჭირდებათ.

მერწყული
ცდილობთ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ. სამეცნიერო სფეროში წარმატება გელით და საკუთარი ჭკუით ფულის შოვნას შეძლებთ, თუმცა ყველა ვერ მოახერხებს ფინანსების სწორად განკარგვას. გირჩევთ, ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავოთ და პერსპექტიულ წარმოებაში მომგებიანად დააბანდოთ.

თევზები
ამ დღეს გონება, გრძნობა და ემოციები ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება. გირჩევთ, ეს ძალა მიზნის მიღწევისკენ მიმართოთ სწავლაში, ბიზნესსა და მოგზაურობაში. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა წინასწარ, თუნდაც ერთი თვით ადრე შეადგინოთ. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და გრძელვადიანი გეგმების რეალიზებისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები