6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მიზანდასახული და ენერგიული ხართ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, დაგროვილი საქმეები. ნურც გარშემო მყოფების დახმარებაზე იტყვით უარს.

კურო
არასასურველი დღეა ახალი თანამდებობის დასაკავებლად. უმჯობესია, დაქირავებული გერქვათ და ხელფასი მოგიმატონ, ვიდრე უფროსი გახდეთ და უხელფასოდ იმუშაოთ. მოერიდეთ ვალუტის გადაცვლას.

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მატერიალური მდგომარეობა. კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერით კი ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა ცოდნის, ინფორმაციის მისაღებად. ჩაეწერეთ უცხო ენის კურსებზე, ან აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

ლომი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად.

ქალწული
ნუ გაირთულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან; განსაკუთრებით იმათთან, ვისზეც ხართ დამოკიდებული. წარმატებული დღე ელით იურისტ და ფინანსისტ ქალწულებს.

სასწორი
გარშემო მყოფებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ნუ დაუკარგავთ მათ შრომას. დღეს დისკუსიებსა და კამათში ვერავინ გაჯობებთ.

მორიელი
დღეს შესრულებული საქმე სიამოვნებასაც მოგიტანთ და მეტერიალურ კეთილდღეობასაც. დახმარებისთვის მეგობრებისა და ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.

მშვილდოსანი
წარმატების მისაღწევად დღეს კოლეგებზე მეტად მოგიწევთ შრომა. ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. გადაამოწმეთ ინფორმაციები.

თხის რქა
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, უძრავი ქონების შესაძენად. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. სანამ უძრავ ქონებას შეიძენთ, მოიძიეთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც იქ ადრე ცხოვრობდა.

მერწყული
კარგი დღეა სწავლისთვის, იმიჯის შესაცვლელად. ზოგს საინტერესო სამსახურს შესთავაზებენ. საკუთარი თავის დამკვიდრების შანსი მოგეცემათ.

თევზები
დილა საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, არც ოჯახის წევრები დაივიწყოთ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები