5 ივნისიდან 23 ოქტომბრამდე სატურნი რეტროგრადულად იმოძრავებს-ასტროლოგის პროგნოზი

5 ივნისიდან 23 ოქტომბრამდე სატურნი რეტროგრადულად იმოძრავებს. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

“5 ივნისს სატურნი მერწყულის ზოდიაქოს 26-ე გრადუსიდან რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. მისი ეს ციკლი თითქმის 4,5 თვეს გაგრძელდება და 23 ოქტომბერს დასრულდება (ამ დღეს სატურნი მერწყულის მე-19 გრადუსში იქნება განთავსებული).
ასტროლოგიაში სატურნი წინაღობების და პრობლემების პლანეტად მოიაზრება. მისი პრინციპი ეს არის სტრუქტურირება და სისტემატიზირება.
კლასიკურ ასტროლოგიაში სატურნი ყველა „ხილული პლანეტის“ წინააღმდეგობად ითვლება. მაგალითად, თუ მზე ენერგიას გვაძლევს, სატურნი – ამ ენერგიას გვართმევს (მზე ასტრონომიაში ვარსკვლავია, თუმცა ასტროლოგიაში პლანეტად მოიაზრება). მთვარე თუ კვებას უკავშირდება, სატურნი უკვე მარხვა და შიმშილია. მერკური – შემეცნებაა, სატურნი „გვახსენებს“, რომ ადამიანის გონება შეზღუდულია. ვენერა – სიყვარულისკენ, პარტნიორობისკენ და კომფორტისკენ გვიბიძგებს, სატურნი ასკეტიზმს „ქადაგებს“. მარსი – მოქმედებაა, ხოლო სატურნი გვამუხრუჭებს. იუპიტერი – აფართოებს, სატურნი – ავიწროებს.
სატურნი ყოველ წელს რეტროგრადულ დაახლოებით 4,5 თვე მოძრაობს და ასტროლოგიური თვალსაზრისით უკან 6-7 გრადუსით იხევს.
სატურნი ანელებს პროცესებს, ხოლო რეტროგრადული მოძრაობის დროს ბევრი პროცესი თავიდან გადასახედი ხდება, რათა გამოსწორებული იქნას ის სისტემური შეცდომები, რომლებიც წარსულში იქნა დაშვებული.
სატურნი – ეს არის მიღწეულის შენარჩუნება, შენარჩუნება, გამყარება. რეტროგრადული ფაზა კი იძლევა ხელახლა მიბრუნების შესაძლებლობას იმ ყველაფრის მიმართ, რაც ჯერ არამყარია და საბოლოო განმტკიცებას საჭიროებს.
ცხადია, სატურნის ამ ფაზის დროს გარკვეული მოვლენები დამუხრუჭდება და ეს შეეხება როგორც პოლიტიკას, ისე ეკონომიკას. მოსალოდნელია მთელი რიგი კრიზისების გაძლიერება. უპირატესობა მიენიჭება არა ახალი სივრცეების ათვისებას, არამედ უკვე ათვისებულის შენარჩუნებას, გაძლიერებასა და დაცვას.
ჯანმრთელობის კუთხით მოსალოდნელია ძვალ-სახსროვანი სისტემების და ხერხემლის პრობლემების შექმნა. ასევე ეს შეეხება კბილებსა და კანს. ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ კუთხით ქრონიკული პრობლემები აწუხებთ, მოსალოდნელია ამ კუთხით მდგომარეობის გართულება. ამიტომ აუცილებელი გახდება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

რეტროგრადული სატურნი და ზოდიაქოს ნიშნები

* ბუნებრივია, რეტროგრადული სატურნის ფაზა შედარებით სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში რეტროგრადული სატურნი აქვთ. ეს ადამიანები სწორედ ამ 4,5 თვიან პერიოდში მოაგვარებენ ბევრ პრობლემას და შეძლებენ იმ წინაღობების გადალახვას, რომლებსაც ადრე ვერ ახერხებდნენ;
* მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში დომინანტური სატურნი აქვთ (სატურნი – თხის რქაში ან სასწორში, ასევე მზე, ასცენდენტი ან სტელიუმი თხის რქაში);
* ასევე 8-15 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან ტრანზიტული სატურნი სწორედ ამ დროს დაბადებული ადამიანების პირად ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეუერთდება. ის კი გამოიწვევს გარკვეულ დამუხრუჭებას იმ ასტროლოგიურ სახლთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტულ ადამიანს ნატალური მზე აქვს განთავსებული
* ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, სატურნის ეს ციკლი საყურადღებო იქნება თხის რქებისთვის, ასევე კუროებისთვის, ლომებისთვის, მორიელებისთვის და მერწყულებისთვის.

P.S. პირადი ჰოროსკოპის ან პირადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ: Messenger ან ⁨+995 599 94 06 80⁩”-წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები