40-ს გადაცილებული ვარსკვლავები, რომლებიც წლებთან ერთად უფრო გალამაზდნენ

ამ ქალბატონებმა თავისუფლად შეუძლიან თქვან, რომ 40-ის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება.
მათთვის ასაკი მართლაც მხოლოდ ციფრებია. იხილეთ იმ ვარსკვლავების სია, რომლებიც წლებთან ერთად უკეთესები გახდნენ:

კრისტინ ბირკლი, 64 წლის

აშკარაა, რომ ბუნების ყველა კანონი 80-იანი წლების სუპერმოდელის, კრისტინ ბირკლის წინაშე უძლურია: 64 წლის ასაკში ის საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება. წიგნში Timeless Beauty ლამაზმანი სიამოვნებით გვიზიარებს მისი სილამაზის საიდუმლოებებს, რომელიც ამერიკაში გამოსვლის პირველი დღიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ნამდვილი ბესტსელერი გახლდათ.

ელ მაკფერსონი, 54 წლის


სწორედ ელ მაკფერსონს მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მფლობელს.
დღეს ელი თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც კარიერის დასაწყისში. საიდუმლო – 8 საათიან ძილში, რეგულარულ ვარჯიშსა და სწორ კვებაშია.

სინდი კროუფორდი, 52 წლის

90-იანი წლების ლეგენდარულ სუპერმოდელსა და ორი მოზრდილი შვილის დედას, შეუძლია ძველებურად დაიკვეხნოს მისი იდეალური სხეულით. ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მკაცრ დიეტას იცავს, კვირაში ოთხჯერ დაკავებულია სპორტით, ასევე ბევრ დროს უთმობს კანის მოვლას.

ჯენიფერ ლოპესი, 48 წლის

ბოლო 20 წლის მანძილზე მომღერალი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალის წოდებას ინარჩუნებს. წლების მატებასთან ერთად კი ის სულ უფრო უკეთესი ხდება.

ჯენიფერ ენისტონი, 49 წლის

შეუდარებელ სხეულს, 49 წლის ჯენიფერ ენისტონი რეგულარულ იოგას უნდა უმადლოდეს. აშკარაა, რომ იოგა ნამდვილად ახდენს სასწაულს.

 

სტეფანი სეიმური, 49 წლის


სუპერმოდელ სტეფანი სეიმურს შეუძლია 49 წლის ასაკშიც იამაყოს იდეალური სხეულით. მისის თქმით, ფორმის შენარჩუნებაში ცურვა და დილით, სუფთა ჰაერზე სირბილი ეხმარება.

ნაომი ქემპბელი, 47 წლის


შავ პანტერაზე დრო უძლურია. თაყვანისმცემლებს აოცებთ, როგორ ინარჩუნებს წვეულებებისა და სწორი ცხოვრების არც ისე მოყვარული მოდელი ფორმებს. ეს ნამდვილი სასწაულია.

ჰაიდი კლუმი, 44 წლის


Victoria Secret’s ყოფილი ანგელოზი და ოთხი შვილის დედა, ჰაიდი კლუმი ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდება. როგორც ის ამტკიცებს, საქმე სწორ განწყობაშია. სწორი ტალღის დაჭერაში მას იოგა და დევიდ კირშის ნიუ-იორკული დიეტა ეხმარება, რაც ტკბილსა და ალკოჰოლზე სრულ უარს მოიაზრებს.

წყარო:https://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები