4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი. მშვიდობიანად მოაგვარეთ დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. პირად ცხოვრებაში არ მოიტყუოთ თავი, ნუ გადავარდებით ილუზიაში.

კურო
ჩამოყალიბდით სურვილებსა და მიზნებში. თუ ვინმეს მუშაობით, თქვენ მიმართ დამოკიდებულებით უკმაყოფილო ხართ, დიპლომატიურად უთხარით ამის შესახებ.

ტყუპი
ნუ იკმათებთ გარშემო მყოფებთან წვრილმანებზე. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება მოგიწევთ.

კირჩხიბი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ დაპირისპირებას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

ლომი
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, ნუ გადავარდებით ილუზიებში. განსაკუთრებით, აგვისტოში დაბადებულები. მუშაობისას მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით.

ქალწული
მიმდინარე საკითხებზე განმარტოებით და დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ, თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ. ვერ გაექცევით სერიოზული საქმეების მოგვარებას. დახმარებაზეც ვერ ეტყვით ახლობლებს უარს.

სასწორი
განახორციელეთ ახალი იდეები. მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული. საქმეების გამო საღამოს უარი არ თქვათ მეგობრულ მიწვევაზე, რომანტიკულ პაემანზე.

მორიელი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს არ ესმით თქვენი. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი
სიზარმაცე შემოგიტევთ, ბუნებაში გასეირნება და “ღრუბლებში ფრენა” მოგინდებათ. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება.

თხის რქა
აკონტროლეთ ბიზნესპარტნიორები და მათ მიერ შესრულებული საქმეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. არავის ანდოთ საიდუმლო, ის შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი.

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება-მოგვარება. გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ საეჭვო საქმიანობაში. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას.

თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ ახალ სამსახურში გადასვლა, ახალი საქმეების დაწყება. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობისა და შვილების მიმართ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები