4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კრიტიკული დღეა, მაგრამ განსაცდელის თავიდან აცილებასა და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ახალ მეგობრებს შეიძენთ, რომელთა დახმარების იმედიც უნდა გქონდეთ. ამ პერიოდში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გამორიცხეთ გაცივებისა და კვებითი ინტოქსიკაციის შესაძლებლობა.

კურო
ახალი კონტაქტების დამყარებისა და მოლაპარაკებების დაწყებისთვის შეუფერებელი დღეა. სავარაუდოდ, საქმიანი მოლაპარაკებები ჩიხში შევა და თვის ბოლომდე დროს კომპრომისების ძიებაში გაატარებთ. ეცადეთ, შეცდომები გამოასწოროთ და ერთი შეხედვით დასრულებულ დოკუმენტებში შესწორებები შეიტანოთ.

ტყუპები
ეს დღე სიურპრიზებით იქნება სავსე – მოსალოდნელია ძველი ურთიერთობების აღდგენა, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი გახდება. გამორიცხული არაა, რომ მას უკვე იცნობთ და ის თქვენი ძველი მეგობარი ან ნათესავია. როგორც სამსახურის, ისე პირადი ცხოვრების ასპექტში, ეცადეთ, მეტი აქტიურობა და ინიციატივა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი
სამსახურის ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს თქვენს პროფესიულ მიღწევებს. მარტის პირველ დეკადაში აქტიური მუშაობა გელით. ეს პერიოდი იდეალურია ავტომობილის შეძენის ან რემონტისთვის.

ლომი
რთული და უსიამოვნებებით სავსე დღე გელით. მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია ან უხარისხო პროდუქტებისგან გამოწვეული ალერგია. სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების მიღების დროსაც. მოსალოდნელია ახლობლებთან კონფლიქტი. მიხვდებით, რომ მათ ამაოდ აიდეალებდით. თავი შეიკავეთ ზედმეტი ჭამისგან. მინიმუმამდე შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება და ერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.

ქალწული
ქალწულები საკუთარი ნიჭიერების წყალობით, ნებისმიერ სფეროში წარმატებულები არიან და შეუძლიათ, მყარი ფინანსური საფუძველი შეიქმნან. ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით. ეცადეთ, ახალი შესაძლებლობები გამოავლინოთ და ახალი მწვერვალები დაიპყროთ.

სასწორი
ძლიერი ემოციები, რომლებსაც გამოსცდით, მეგობრებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობას გაგირთულებთ, რადგან საკუთარი სულიერი მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემა გაგიჭირდებათ. თქვენი საყვარელი ადამიანი კი შესანიშნავად გაგიგებთ. ემოციური არასტაბილურობა ხელს შეგიშლით, ამიტომ ვარსკვლავები არ გირჩევენ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

მორიელი
ამ დღეს ტრავმებისა და სახსრების სისუსტის ალბათობა დიდია. გაფრთხილდით ყოველდღიური საქმეების შესრულების დროს და მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს. საფრთხის შესახებ შესაძლოა, მინიშნებები მიიღოთ. ასე რომ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი
პლანეტების განლაგება ცოტაოდენ დაბნეულობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მოგიწევთ საკუთარი პოზიციებისა და სამართლიანობის მტკიცება საქმიან პარტნიორთან. მიზანს მიაღწევთ და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.

თხის რქა
შესაძლოა, ფინანსური დანაკარგი განიცადოთ, მატერიალური მდგომარეობა ნაკლებად პერსპექტიული იქნება. სამსახურშიც სირთულეები გელოდებათ. ასეთ დროს დაგჭირდებათ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და ოპტიმისტური განწყობა.

მერწყული
პროფესიულ სფეროში კამათი და ხმამაღალი ტონით საუბარი მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, თუკი საკუთარ თავს ხელში აიყვანთ და კამათს კონსტრუქციულ ფორმას მისცემთ, პრობლემა დადებითად და მარტივად მოგვარდება.

თევზები
ოჯახური საქმიანობა ამ დღის ძირითად დროს წაგართმევთ. თუმცა, ამ დღეს დოკუმენტების გაფორმება და ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევაც მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი გექნებათ. უარი თქვით კოლექტიურ შეკრებაზე. მშვიდად შეასრულეთ ის, რაც მოგეთხოვებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები