30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ხელსაყრელი დღეა კონტაქტებისთვის. სავარაუდოდ, რამდენიმე სასარგებლო ნაცნობობა გელით – ეს ადამიანები მომავალში დაგეხმარებიან. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს ანგარიშს გაუწევთ და ბიზნესპარტნიორების საქმიან თვისებებს დააფასებთ. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდეთ.

კურო
ენერგეტიკულად ძლიერი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული ფინანსური წარმატება, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა და მთლიანად, მომავალი. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან პრობლემებზე ნუ მოცდებით. ამჟამად დაკარგულს ძალიან დიდხანს ვეღარ აღიდგენთ.

ტყუპები
მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ. მოსალოდნელია თავშეუკავებლობა და გარშემომყოფებთან კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ და საკუთარი ნათესავების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვებს, ელექტრომოწყობილობებთან კონტაქტს და სარისკო ქმედებებს. დიდია ტრავმების რისკი.

კირჩხიბი
სავარაუდოდ, დიდი ნერვიულობა გელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემომყოფებთან კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული ფინანსური მდგომარეობა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მთლიანად, მომავალი.

ლომი
წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და ბიზნესპარტნიორების საქმიან თვისებებს გაითვალისწინებთ. სხვებზე უფროსობის სურვილი შეიძლება საქმისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და თამამად იარეთ მიზნისკენ. წარმატება გელით.

ქალწული
კარგი იქნება, თუ ბიზნესპარტნიორთა მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და ნუ ეცდებით, სხვებზე იუფროსოთ. დააფასეთ ადამიანები, რომლებიც რთულ პერიოდში თქვენ გვერდით იყვნენ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად აგარაკზე ან ბუნებაში გაატაროთ.

სასწორი
ჭეშმარიტებაში წვდომისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. სასურველია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები. თუ ახალი საქმე შემოგთავაზონ, დაუფიქრებლად დასთანხმდით – ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზრდება.

მორიელი
დაძაბული სამუშაო დღე გელით. გაითვალისწინეთ, რომ ახალი საქმე თქვენგან მაქსიმალურ მონდომებას მოითხოვს. ნუ მოდუნდებით და დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება სამსახურებრივ პრობლემებზე მიმართოთ, რომელთა წარმატებაზეა დამოკიდებული თქვენი მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ეჭვიანობის საფუძველზე კონფლიქტი ან პარტნიორის მხრიდან აგრესია გელით. გამორიცხული არაა, რომ მთელი დღე უსარგებლო საუბარში და კამათში დაკარგოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

თხის რქა
სავარაუდოდ, პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, მუშაობის დროს შეცდომები გელით. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი ცვლილებები და კონფლიქტი პარტნიორთან. შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომ თქვენი საზოგადოებრივი და სამსახურებრივი მდგომარეობა შეირყეს, მაგრამ არ ინერვიულოთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

მერწყული
ეს დღე ჰარმონიისა და სულიერი წონასწორობის ნიშნით ჩაივლის. გირჩევთ, პირადი საქმეებითა და ჯანმრთელობის გაკაჟებით დაკავდეთ. დიდი ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს რემონტი, ავეჯის შეძენა ან მეზობლებთან გართულებული ურთიერთობა იყოს. მარტოხელა მერწყულებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თევზები
მძიმე დღეა. გულმოდგინე და დაძაბული შრომა თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. სიტუაციას დაძაბული ფონი კიდევ უფრო დაამძიმებს. ეცადეთ, ძალების კონცენტრირება მოახდინოთ. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან პრობლემებზე ნუ მოცდებით. ამჟამად დაკარგულ დროს ძალიან ძნელად აინაზღაურებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები