30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა იდეების, გეგმების რეალიზებისთვის. ზოგიერთს დიდი ხნის ოცნება აუხდება. საყვარელი ადამიანი წარმატებით, მატერიალური კეთილდღეობის მიპოვებით გაგახარებთ.

კურო
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრებისთვის. დღეს დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეებზე ქალაქგარეთ გამგზავრება და დასვენება შეძლოთ.

ტყუპი
საკუთარი საქმეების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ. შეხვდით გავლენიან ადამიანებს, გააცანით საკუთარი იდეები.

კირჩხიბი
კარგი დღეა სწავლისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

ლომი
კარგი დღეა შეხვედრებისა და გულითადი საუბრებისთვის. საბუთების გაფორმებისას მეტი ყურადღება გმართებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად; ფულის დასაბანდებლად. ვალების გასასტუმრებლად.

სასწორი
მეტად სენტიმენტალური და ზედაპირული ხართ. მოეშვით ოცნებებს. მიწაზე დაეშვით და საკუთარი კეთილდღეობისთვის იმოქმედეთ.

მორიელი
მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. დაგეგმეთ მოგზაურობა. კარგი დღეა პარტნიორებთან შესახვედრად და სამომავლო გეგმების განსახილველად.

მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრებისა და კონტრაქტების გაფორმებისას მეტი ყურადღება გმართებთ. კონსულტაციისა და რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.

თხის რქა
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს, ურთიერთობის გარჩევას. კარგი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი მომავლისთვის ნუღარ გადადებთ.

მერწყული
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. პირიქით, მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ მის მიმართ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. საყვარელი ადამიანისგან შეიძლება სიცივე, უკმაყოფილება იგრძნოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები