30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნებისმიერ ურთიერთობაში დაძაბულობა გელოდებათ. მიუხედავად თქვენი თავდაჯერებულობისა და მეგობრების საიმედოობისა, მათთან სერიოზული განხეთქილება მოგიწევთ. თავშეკავება და კიდევ ერთხელ თავშეკავება! წინააღმდეგ შემთხვევაში ცრემლები არ აგცდებათ.

კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ სილაღე და ბედისწერას მიენდოთ, რასაც ცხოვრების გზაზე უმაღლესი ძალა მართავს, ამიტომ ნუ შეუშლით მას ხელს. ყური დაუგდეთ შინაგან ხმას და საკუთარ ინტუიციას: შეგიძლიათ, მას უფრო ენდოთ, ვიდრე გონებას.

ტყუპები
თქვენი ავტორიტეტი იზრდება და თქვენი მუშაობის შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. შესაძლოა, გაცილებით ბედნიერი და თავდაჯერებული გახდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ, ახალ საქმეში კონკრეტული პრობლემა დაინახოთ. ასე რომ, თამამად დაგეგმეთ მომავალი და უკან არც გაიხედოთ.

კირჩხიბი
კოლეგასთან ან თანაკურსელთან მსუბუქი ფლირტი წარმოუდგენელ შედეგს მოგიტანთ. არ გამოირიცხება, რომ ახალმა ნაცნობმა წამში დაგახვიოთ თავბრუ და მუცელში პეპლები „აგიფრიალოთ“. თუმცა, კირჩხიბი ეძებს არა ფლირტს, არამედ განსაკუთრებულ სიყვარულს. საპასუხოდ მზად ხართ, სრულად შეუთავსოთ საკუთარი თავი ახალ პარტნიორს და ის სინაზით გააბრუოთ. ნუ იჩქარებთ საკუთარი გულის გახსნას – შესაძლოა, უბრალოდ აიდეალებთ რჩეულს. თქვენ გვერდით კი უნდა უყოს გამგები და საიმედო ადამიანი, რომელიც ეჭვების ან პესიმისტური განწყობის დროს მხარს დაგიჭერთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროა, ისწავლოთ ახალი სიყვარული.

ლომი
გადაჭარბებული აქტივობა ორგანიზმს გამოგიფიტავთ. თქვენი თანხმობა საგულდაგულოდ დაგეგმილი და დაფიქრებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაიბნეთ. შეეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად აქტიური, მოექეცით ჩრდილში და უკეთესი იქნება, თუკი რამდენიმედღიან შვებულებას აიღებთ და ენერგიას დაიგროვებთ.

ქალწული
დაავადება, რომელიც ამ დღეს თავს შეგახსენებთ, მემკვიდრეობითია და მისი მკურნალობა არცთუ ისე მარტივია. შესაძლოა, ამის მიზეზი ცხოვრების არასწორი სტილი, არასაკმარისი ძილი, ემოციებისგან ან შთაბეჭდილებებისგან დაცლა იყოს. დაავადების განკურნება მხოლოდ მედიკამენტური გზით შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, სითხესთან და, რა თქმა უნდა, ლოცვებთან და მედიტაციასთან.

სასწორი
არ გამოირიცხება, რომ გადატვირთვამ და დაძაბულობამ თქვენი ორგანიზმი დასტრესოს და დააავადოს. უამრავი ცარიელი, არაფრისმთქმელი საუბარი გელოდებათ. ახალი ნაცნობობა არ იქნება ხანგრძლივი. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ გადაჭარბებულ ენთუზიაზმს. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვებისა და ძილის რეჟიმს. კარგი იქნება, თუკი სუფთა ჰაერზე ხშირად გაისეირნებთ. მძიმე შემთხვევებში ფსიქიატრის დახმარება დაგჭირდებათ.

მორიელი
ოჯახში, ფინანსური ხარჯები გაგეზრდებათ, თქვენი შეხედულებით გასავალი ზღვარს გადააჭარბებს. ეს უსიამოვნო მოვლენა შესაძლოა, ცოლქმრულ ურთიერთობებზე აისახოს და ოდნავ გულგრილი გახდეთ ერთმანეთის მიმართ. მარტივად გეწყინებათ ელემენტარულიც კი. შეეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება წვრილმან წყენას და არ ინერვიულოთ ტყუილად – ეს თქვენს ინტერესებში საერთოდ არ შედის.

მშვილდოსანი
ნეგატიური ტენდენციები ამ დღესაც გაგრძელდება, მაგრამ თან, ახალი და პერსპექტიული პროგრამები გელოდებათ, რომლებიც თქვენს სამუშაოს უფრო ხალისიანსა და მოტივირებულს გახდის. შესაძლოა, შიშის გამო რომელიმე მომგებიან პროექტზე უარი თქვათ, თუმცა, ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ, რადგან დიდ წარმატებას გაუშვებთ ხელიდან.

თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია რემონტის დასაწყებად, საოჯახო ნივთების შესაძენად და ქონებრივი საკითხების გადასაწყვეტად. გამოიჩინეთ პრაქტიკულობა. დაგეგმეთ ყველა ნაბიჯი, თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში იყოს. ნუ იქნებით აფორიაქებული და ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე.

მერწყული
ამ დღეს მნიშვნელოვანია, მოიშოროთ ფსიქოლოგიური პრობლემები. არ ღირს საკუთარი თქვეცნობიერის ღრმად შესწავლა. სამაგიეროდ, საჭიროა და უნდა მოიშოროთ შინაგანი დაძაბულობა, კომპლექსები და შიშები. ამის მისაღწევად ყველაზე საიმედო გზა წარმატების მიზნად დასახვაა – დაკავდით პრაქტიკული საქმიანობით.

თევზები
ეს დღე სიმშვიდეს გპირდებათ, ზედმეტი სტრესებისა და ნერვიულობის გარეშე. შესანიშნავი პერიოდია სწავლის ან ხელობის შესასწავლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ დადებითზე იფიქროთ – ამგვარად ამ დღის განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები