3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობისთვის საშიშ სიტუაციაში ხართ და საქმეშიც სირთულეები გელით – თქვენს ამბიციურ გეგმებში ცვლილებების შეტანა მოგიწევთ. თუ შესაძლებელია, წინასწარ დაიცავით თავი სტრესული სიტუაციისგან. შეზღუდეთ აქტიურობა და ეცადეთ, სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ.

კურო
შესაძლოა, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე კუროები მტკივნეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზოგიერთები პანიკაში ჩაცვივდებიან და მომხდარის მიზეზების ძებნას დაიწყებენ. ზოგიერთები ყველაფერში საკუთარ თავს დაადანაშაულებენ: ზოგჯერ საფუძვლიანად და ზოგჯერ უსაფუძვლოდ. რაც  უნდა იყოს სირთულეების მიზეზი, ეცადეთ, პანიკაში არ ჩაცვივდეთ და დაელოდოთ, სანამ ღრუბლები გაიფანტება.

ტყუპები
ტყუპების უმეტესობისთვის ფინანსური პროექტები დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შემოსავალი გაქვთ, მატერიალური კეთილდღეობის მიმართულებით აღმაფრენას არ უნდა ელოდოთ. ფულთან ყურადღებით იყავით. ნუ გარისკავთ და ავანტიურულ პროექტებში ნუ ჩაერთვებით.

კირჩხიბი
ამ დღეს თავს ისე მსუბუქად გრძნობთ, როგორც არასდროს. შესანიშნავი იქნება, თუ სამსახურებრივ მივლინებაში ან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ გაემგზავრებით. მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. თუ საკუთარი ქმედებების სისწორეზე დიდხანს არ იფიქრებთ, ათას ადგილზე მისვლასა და მილიონი პრობლემის მოგვარებას მოასწრებთ.

ლომი
გამორიცხული არაა, ამ დღეს ახალი და უჩვეულო შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. ერიდეთ სულელურ რისკს და დიდი ვალის ან კრედიტის აღებას. გამონახეთ დრო, რომ ოჯახური ბიუჯეტი და საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ.

ქალწული
ქალწულებმა კარგად იციან ფულთან ურთიერთობა და ანგარიში, ამიტომ ფინანსური საკითხები შეიძლება, წარმატებით მოაგვაროთ. მალე დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. გითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ინვესტიციისთვის მომგებიანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სფეროები იქნება.

სასწორი
სანამ თქვენი ინტელექტი ემოციურ ფაზაშია, საკუთარი აზრების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. ეს ეხება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია წარმოსახვის გამოვლენასთან. ვარსკვლავები არ გირჩევენ ინტელექტუალური საქმეებისა ან სწავლასთან დაკავშირებით ნებისმიერი ქმედების დაგეგმვას.

მორიელი
ფინანსურ საკითხებში ინტერესთა კონფლიქტი გელოდებათ. თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა როგორც მორალური, ისე –  ფინანსური და გულშემატკივრის გარეშე ყოფნა გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ყველა საკითხი განიხილოთ და გადაჭრათ, ვიდრე ჩუმად იყოთ.

მშვილდოსანი
სულიერი სიმშვიდე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ და შენიშნავთ, რომ შედარებით გაწონასწორებული იქნებით. გამოიყენეთ ახალი ცოდნა და პირადი გამოცდილება – მიხვდებით, რომ საკუთარ თავს უკეთ დააფასებთ და უფრო განვითარდებით.

თხის რქა
სუსტი ფსიქიკისა და ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დღეს გაუარესდება. საკუთარ თავს ორგანული ფუნქციების შენელებას, სწრაფ დაბერებასა და დაღლას შეამჩნევთ. ამგვარი ადამიანები, ძირითადად, მარტოობას განიცდიან. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მერწყული
ამ დღეს სირთულეები გელოდებათ. თანამოაზრეებიც კი თქვენი მოწინააღმდეგეები გახდებიან. ნუ შეგაშინებთ პრობლემები, რადგან ეს მდგომარეობა სტიმულს მოგცემთ და წინსვლაში დაგეხმარებთ.

თევზები
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, გზაზე უბედური შემთხვევა შეგემთხვათ. შესაძლოა, ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლილობის მიზეზი იყოს. გადადეთ მოგზაურობა ცოტა ხნით. სტუდენტებსა და ასპირანტებს მცირე ტაიმ-აუტი და სწავლისგან შესვენება დასჭირდებათ. აუცილებელია, მოერიდოთ ნებისმიერ სარისკო ფინანსურ ოპერაციას.

კომენტარები

სხვა სიახლეები