3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს სასურველს მიიღებთ. დაიწყეთ მშენებლობა, რემონტი, მკურნალობა. კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვისაც.

კურო
ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენს გულს გაეხარდება. ყურადღებას ნუ მიაქცევთ გარშემო მყოფთა შენიშვნებს. ექსტრაორდინალური, იდეების განხორციელების დღეა.

ტყუპი
საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ დიდი ხნის იდეები, შეიძინოთ უძრავი ქონება და გააფართოოთ ბიზნესი. დღეს ამბიციური უნდა იყოთ; გამოიჩინეთ ინიციატივა და მაქსიმალურ შედეგებს მიიღებთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა ინფორმაციის, ცოდნის, შთაბეჭდილებების მისაღებად. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა რჩევებს.

ლომი
თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ, იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან და კოლეგებთან.

ქალწული
მოერიდეთ ხარჯს. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას, უძრავი ქონების გადაფორმებისას.

სასწორი
დილით სასიამოვნო ამბებს მიიღებთ. ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მოულოდნელობების გამო მათ განხორციელებას ვერ შეძლებთ.

მორიელი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა შეასრულოთ. ამიტომ, გართობაზე ნუ მოცდებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან, ამიტომ, ნუ მოგერიდებათ მათთვის თხოვნა. გაისტუმრეთ ვალები.

თხის რქა
მოგზაურობა ან მივლინება გელით. ზოგიერთი ფულად ჯილდოს მიიღებს, თუ არ შეეშინდება და გარისკავს.

მერწყული
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. მცირე რისკი დასაშვებია. გაგიუმჯობესდებათ პარტნიორული ურთიერთობები.

თევზები
სტუდენტებმა და მოსწავლეებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პედაგოგებთან. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ცოდნის გაღრმავებას.

 

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები