3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
პრობლემების მოსაგვარებლად გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალ საქმიან შემოთავაზებებს.

კურო
ენერგიული და ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საკითხებს. ახალგაცნობილი ადამიანები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ახალი პროექტები კი წარმატებას, კარიერულ წინსვლასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ.

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. უფროსთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს კოლეგასთან ფლირტი ან სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. საღამო მეგობრებათან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და პარტნიორებთან. მათი დახმარებით დაგროვილ პრობლემებსაც მოაგვარებთ და კარიერაში წარმატებასაც მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

ქალწული
ცვლილებების დღეა და ნუ შეუშინდებით, გაბედულად იმოქმედეთ. მოსალოდნელია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა ან დამატებითი შემოსავლის გამოჩენა.

სასწორი
მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, ახალ სამსახურში გადასვლა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა ბინაში ინტერიერის შესაცვლელად ან რემონტის დასაწყებად. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა დაისადგურებს.

მორიელი
დღეს საშუალება მოგეცემათ მეტი დრო დაუთმოთ გართობასა და შემოქმედებით საქმიანობას. ყურადღებით განიხილეთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები.

მშვილდოსანი
სასიამოვნო სიახლების დღეა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, აგრეთვე – მატერიალური მდგომარეობა. ახალი იდეები უფროსთან ერთად განიხილეთ.

თხის რქა
სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გელით. გავლენიან და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. კარგი დღეა რემონტის, მშენებლობის დასაწყებად. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. უმეტესობას კარიერული წინსვლა და ხელფასის მომატება ელის. მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თევზები
კარგი დღეა საქმიანობის შესაცვლელად, ახალი თანამდებობის დასაკავებლად. საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაქორწინებულებმა საოჯახო საკითხები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები