29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შემოსავლის ზრდის მშვენიერი შანსი გაქვთ და ხელიდან თუ არ გაუშვებთ, მდგომარეობას სერიოზულად გაიუმჯობესებთ. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი დაბრკოლება გელით, რომლის გადალახვას ძლიერი ნებისყოფა სჭირდება.

კურო
ამ დღეს ვარსკვლავების კეთილგანწყობას მხოლოდ მიზანდასახული ადამიანები მოიპოვებენ, რომლებიც დასახული მიზნისკენ უკანმოუხედავად მიიწევენ. ეცადეთ, რეალური ამოცანები დაისახოთ და თავს ნუ დაისჯით იმისთვის, რომ კარიერულ საქმეებში არ გაგიმართლათ. მთავარია, საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველაფერი გააკეთოთ.

ტყუპები
ცდილობთ, საკუთარ თავს და ახლობლებს მაქსიმალური კომფორტი მიანიჭოთ. ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული იყოთ და ყველა ნივთს საკუთარი ადგილი მიუჩინოთ.

კირჩხიბი
კირჩხიბ ქალებში მაღალია სასქესო ორგანოების ანთების რისკი. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზოგად გამოკვლევებს ჩაიტარებთ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაიწყებთ. მოერიდეთ გადაღლას.

ლომი
სამსახურებრივ საქმეებში წარმატება გელით. თქვენი პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალური პოტენციალის წყალობით, ცნობილი ადამიანი გახდებით. სამეცნიერო საქმიანობისთვის შესაძლოა, ჯილდო დაიმსახუროთ. ეცადეთ, სამყაროს ჰარმონიულობა ბოლომდე შეიცნოთ და თავს უბედნიერეს ადამიანად იგრძნობთ.

ქალწული
თქვენი წარუმატებლობა დაბნეულობისა და უყურადღებობის დამსახურებაა. დამშვიდდით და ეცადეთ, ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ერთ საქმეზე მოახდინოთ და ერთი, კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოთ.

სასწორი
ამ დღეს თქვენს სიტყვებს ბრძანებად აღიქვამენ. დიდი ალბათობით, ეს იქნება, შემთხვევით ნათქვამი სიტყვა ან სურვილი. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ საკუთარ სიტყვებზე. მოერიდეთ ჩხუბს, ტყუილის თქმას და განსაკუთრებით წყევლას.

მორიელი
მორიელების უმეტესობისთვის ამ დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა განათლება, ხელმძღვანელთან ან სასწავლებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობა იქნება. ეს დღე შესანიშნავია უცხო ენის შესასწავლად.

მშვილდოსანი
წარმატებისა და პოზიტიური პერსპექტივის მისაღწევად ინტენსიური და ეფექტური შრომა მოგიწევთ. თუკი პარტნიორთან შეთანხმებით იმუშავებთ, თქვენი ფინანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თხის რქა
ვარსკვლავების მდგომარეობა გონივრულ სიზუსტეს, ძლიერ ინტუიციას, ექსტრავაგანტურობას და კარგ მეხსიერებას გპირდებათ. ამ დღეს კარგი ორგანიზატორის, ფსიქოლოგისა და სოციოლოგის ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. მოახდინეთ გავლენა საჭირო ადამიანებზე და იკონტაქტეთ მათთან, ვინც საქმიანობის განვითარებისთვის დაგჭირდებათ.

მერწყული
დაწყებულ საქმეს წარმატებით მიიყვანთ ბოლომდე, რაც ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ განათლებაზე, წაიკითხეთ უფრო მეტი წიგნი, განვითარდით ინტელექტუალური და სულიერი კუთხით.

თევზები
დღის ბოლოს თავს საკმაოდ დაღლილად იგრძნობთ. „ნუ ირბენთ მატარებლის წინ“, უმჯობესია, იჯდეთ ვაგონში და გარემოს დააკვირდეთ. კარგი იქნება, თუკი მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განტვირთვას მოახერხებთ. ეს ახალი ენერგიით აგავსებთ და პოზიტიური განწყობის შექმნაში დაგეხმარებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები